დღეს, ბრიუსელში ჩაკეტილ კარს მიღმა კამათობდნენ იმაზე, თუ ვის მისცემენ ევროკავშირში შესვლის უფლებას პირველი ივლისის შემდეგ.

არსებულმა ჩამონათვალმა უკვე გამოიწვია სკანდალი,  მას შემდეგ რაც წყაროებიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ შეერთებული შტატები (კოვიდ 19-ით ყველაზე დაზარალებული ქვეყანა) ამ სიაში არ არის.

ევროკავშირში შესვლა სავარაუდოდ, ასევე ეკრძალება ბრაზილიას და რუსეთს – სიაში ისინიც ვერ მოხვდნენ, მიზეზი კი ვირუსზე არასათანადო რეაგირებაა.

საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა Euronews– მა ევროკავშირის დიპლომატიური წყაროებიდან მოიპოვა იმ ქვეყნების სრული სია, რომელთათვისაც ღია იქნება ევროპის საზღვრები.

ამ ეტაპზე სიაში, როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოც მოხვდა

წყაროები ასევე ამბობენ, რომ შესაძლოა, პირველ ივლისს საზღვრები არ გაიხსნას და შეთანხმება მოგვიანებით შედგეს.

ქვეყნების სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ვატიკანი

მონაკო

მონტენეგრო

ანდორა

სერბეთი

ბოსნია-ჰერცოგოვინა

უკრაინა

ალბანეთი

თურქეთი

კოსოვო

კორეა

თურქმენეთი

ვიეტნამი

ჩინეთი

ტაილანდი

მაინმარი

მონღოლეთი

იაპონია

სამხრეთ კორეა

საქართველო

ბუტანი

ლიბანი

ინდონეზია

უზბეკეთი

ინდოეთი

ტაჯიკეთი

ყაზახეთი

ახალი ზელანდია

ავსტრალია

დომინიკის რესპუბლიკა

ბაჰამის კუნძულები

სენტ-ლუსია

ურუგვაი

იამაიკა

კუბა

განა

პარაგვაი

ვენესუელა

ნიკარაგუა

კოსტა-რიკა

კანადა

ანგოლა

ტუნისი

ნამიბია

უგანდა

მოზამბიკი

მაურიტი

ზამბია

პალაუ

რუანდა

ეთიოპია

მოროკო

ალჟირი

ეგვიპტე

 

შეგახსენებთ, საქართველო საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ლი აგვისტოდან გაიხსნება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ეს სიახლე დღეს გააჟღერა.

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05