LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, რომლებსაც ტურისტები ყველაზე ხშირად „გუგლავენ“

193
Six-Senses-Laamu-Maldives-7-1024x576-1024x576

ტურისტულმა გამოცემა Travel & Laisure-მ იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომლებსაც მოგზაურები ინტერნეტში ყველაზე ხშირად ეძებდნენ. სიის შესადგენად სპეციალისტებმა საძიებო სისტემა Google-ს მონაცემები გამოიყენეს.

როგორც გაირკვა, ტურისტები ყველაზე ხშირად მალდივებით ინტერესდებოდნენ, ხშირად ეძებდნენ ინფორმაციას ასევე – იაპონიის, ბორა ბორას, ლას ვეგასის, მექსიკის, ალიასკას, ახალი ორლეანის, კალიფორნიის, ნიუ-იორკის და კოსტა რიკას შესახებ.

ექსპერტთა აზრით, ამ დანიშნულებების მიმართულებით ტურისტული ნაკადი აუცილებლად გაიზრდება, რადგან წინა წლის ფავორიტები სწორედ ისინი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები