LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც ინტერნეტი არ არის

1167
dreamstime_xl_20305906

ჩვენს დროში რთულია ადამიანი წარმოიდგინო, რომელიც ინტერნეტს არ იყენებს. თუმცა 7 მილიარდზე მეტი ადამიანიდან ნახევარს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. აი ქვეყნები, სადაც ამ მხრივ ყველაზე ცუდად არის საქმე.

 

ჩრდილოეთ კორეა

ინტერნეტი საერთოდ არ არის. იქ არსებობს სამთავრობო ქსელი კვანმიონი, რომელიც იზოლირებულია ინტერნეტისგან. ამ ქსელში სახელმწიფო იდეოლოგიის პროპაგანდა წარმოებს და ისიც მხოლოდ მოსახლეობის 4%-სთვისაა ხელმისაწვდომი.


მისი მომხმარებლები სასწავლო დაწესებულებები და სამეცნიერო ორგანიზაციებია.
უცხოელებს წვდომა მხოლოდ შემოწმებისა და რეგისტრაციის შემდეგ შეუძლიათ.

 

მიანმა

ქსელში წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვს. ქსელში მთელი რიგი ქმედებებისთვის რეალური ციხეა, ხოლო დემონსტრაციებისა და მიტინგებისას ინტერნეტს ეგრევე თიშავენ.


ქსელის განვითარება მხოლოდ სამი წელია მიმდინარეობს სახელმწიფოს მკაცრი და ტოტალური კონტროლით.

 

ეთიოპია

აქ ყველაზე ძვირი და ნელი ინტერნეტია. ადის-აბებაში მხოლოდ ინტერნეტ-კაფეში ისარგებლებთ. მობილური ინტერნეტის ღირებულება თვეში 150 დოლარს აღწევს.


აფრიკული ქვეყნებიდან ყველაზე მკაცრი ცენზურაა. ქსელით მოსახლეობის 1.1% სარგებლობს.

 

აღმოსავლეთ ტიმორი

ინტერნეტს 0.9% იყენებს. ის დიდი ხნის განმავლობაში პორტუგალიის კოლონია იყო, შემდეგ ინდონეზიის კნუტის ქვეშ.


აზიის უღარიბესი ქვეყანა მაღალი სეისმაქტივობითა და ცუნამებისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა. ქსელი აქ თითქმის არ ვითარდება.

 

თურქმენეთი

ინტერნეტზე მიერთება საშუალო ხელფასზე 2-3-ჯერ ძვირი ღირს. ეს არა ინფრასტრუქტურის, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის გამოა, რომელსაც სურს, რომ მსოფლიო ქსელი ხელმისაწვდომი არ იყოს მოქალაქეებისთვის.

 

აფრიკული ქვეყნები

რამდენიმე აფრიკულ ქვეყანას, მათ შორის კონგოს, არ აქვს განვითარებული ქსელი. ინტერნეტს მხოლოდ მსხვილ სასტუმროებში ნახავთ, მცირერიცხოვან ინტერნეტ-კაფეშიც. განათლების დაბალი დონე, სიღატაკე – ინტერნეტით 1.2% თუ სარგებლობს.

გარდა ჩამოთვლილებისა, მსოფლიოში კიდევ ბევრი ქვეყანაა, სადაც ინტერნეტი არ არის. ვიეტნამი, ტუნისი, სირია, ირანი, საუდის არაბეთი, კუბა – ამ ქვეყნებში უმკაცრესი კონტროლია.

 

არის ქვეყნები, სადაც ინტერნეტი ცუდად არის განვითარებული, რისი მიზეზი სიღარიბე ან სახელმწიფო პოლიტიკაა. თუმცა რა იქნება თუნდაც ერთი წლის შემდეგ, რთული სათქმელია – ჩვენს დროში ინტერნეტის სრული აკრძალვა წარმოუდგენლად მოჩანს.

პოპულალურები