LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, საიდანაც საქართველოს 268 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა

281
image.img

2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოს 268 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი საქართველოს 133 მოქალაქე იძულებით თურქეთიდან გამოაძევეს. მეორე ადგილზეა ისრაელი, საიდანაც საქართველოს 54 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. მესამეა გერმანია, რომელიც იძულებით, საქართველოს 22 მოქალაქეს დაატოვებინეს.

მიმდინარე წელს ასევე საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა რუსეთიდან – 18 ადამიანი; საფრანგეთიდან – 16; ბელგიიდან 15; შვედეთიდან 10; უკრაინიდან – 4; ესპანეთიდან და საბერძნეთიდან წელს ყველაზე ნაკლები 3-3 დეპორტაციის შემთხვევა დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები