ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების  92.2 პროცენტი მოდიოდა.

ტოპ-5 ქვეყანა კი, საიდანაც თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა შემოვიდა, შემდეგია:

რუსეთის ფედერაცია – $31,616,101.00

იტალია – $17,439,820.00

საბერძნეთი – $14,163,435.00

ისრაელი – $12,828,783.00

აშშ – $12,732,550.00

2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მლნ აშშ დოლარი (47.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.0 მლნ აშშ დოლარისა (44.3 მლნ ლარისა) 2018 წლის თებერვალში.

 

მსგავსი თემები