LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნებში, რომლებიც საუდის არაბეთს იარაღით კვლავ ამარაგებენ, საქართველოც მოხვდა

price1_wide-6c7f2a554cf208a49bb58f165563e77c94fc4d31-s800-c85

ქვეყნების ნაწილმა შეამცირა იარაღის გაყიდვა საუდის არაბეთზე, მას შემდეგ რაც 2015 წელს, იემენში სარაკეტო თავდასხმები დაიწყო. ომი, რომელსაც გაერო აღწერს, როგორც მსოფლიოში ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფა.

განვითარებული ქვეყნების უმეტესობამ, საუდის არაბეთის იარაღით მომარაგება, ბოლო პერიოდში მთლიანად აკრძალა, ნაწილს კი მკაცრად აქვს შეზღუდული. ამის გამო, CNN დაინტერესდა, საიდან მარაგდება სამეფო.

იარაღით ვაჭრობა ყოველთვის საიდუმლოდ, ან მცირე გამჭვირვალობით ხდება. სტოქჰოლმის საერთაშორისო სამშვიდობო კვლევითი ინსტიტუტი ცდილობს, რომ ეს ტრანზაქციები გააკონტროლოს. ბოლო ათწლეულში, იარაღით მოვაჭრე ყველაზე მსხვილი ქვეყნები აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანიაა.

მართალია მსხვილი მწარმოებლები, საუდის არაბეთში იარაღს აღარ ყიდიან, თუმცა არის ქვეყნები, რომლებიც სამეფოს იარაღით კვლავ ამარაგებენ. მათ შორის არის საქართველოც, რომლის წილი იარაღით ვაჭრობაში ჯერჯერობით გრაფაზე არ ჩანს. თუმცა სტოქჰოლმის ცენტრის მიერ გავრცელებულ გრაფიკულ გამოსახულებაზე დატანილია ინფორმაცია, რომ რუკაზე მხოლოდ ის ქვეყნებია აღნიშნული, რომელიც სამეფოზე სულ მცირე 0.5 მილიონის იარაღს ყიდის.

ქვეყნები, რომლებიც საუდის არაბეთს იარაღით კვლავ ამარაგებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები