LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნიდან განვდევნეთ გამსახურდია, ისევე როგორც, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი – ვაშაძე

156
1543502597

ადამიანი, რომელიც იყო დამოუკიდებლობის აღდგენის წამყვანი ძალა,დევნილობაში ვამყოფეთ და ქვეყნიდან გავდევნეთ ისე, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, გამსახურდიას იუბილესადმი მიძღვნილ საჯარო ლექციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„31 მარტი ერთდროულად საზეიმო და ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა ამ დღეს, მან დიდი ხსნი ნანატრი სასწაული დაუბრუნა ქართველ ხალხს, ეს არის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობის აღდგენა, მაგრამ სამწუხაროდ, რაც ამას შემდეგ მოჰყვა, გაკვეთილი უნდა გახდეს ჩვენი მომავლისთვის. არ არსებობს შეცდომა, რომელიც ჩვენ 90-იანი წლების განმავლობაში როგორც ერმა არ დავუშვით. იმაზე აღარ ვლაპარაკობთ, რომ თითქმის ერთხმად არჩეული საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც იყო დამოუკიდებლობის აღდგენის წამყვანი ძალა, დევნილობაში ვამყოფეთ და ქვეყნიდან გავდევნეთ ისე, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და იმედია როდესმე ჭკუას ვისწავლით და დავიმახსოვრებთ, რომ ქართველებს ერთმანეთზე ახლოს არავინ არ გვყავს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები