საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა და შეკრებულებს სიტყვით მიმართა.
“მე ვდგავარ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და იმ ადგილას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, არსებობს ორი ალტერნატივა, დემოკრატია ან დიქტატურა.
მანამდე კი მარგველაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ის აქციაზე დგომას ბოლომდე აპირებს.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტებიც შეუერთდნენ
საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნები 3 პუნქტს მოიცავს
სიტყვით გამოსვლისას კი გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენონ ბერკეტები, რომ ხელისუფლისუფლებამ არჩევნები არ მოიპაროს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.