LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„R2 -ის დირექტორმა მისი საინფორმაციო სამსახურის უფროსი tv Imedi – ის პირდაპირ ეთერში წარადგინა“ – ნიკა მელია

6288
69309185-10161997594220167-4123869160570617856-o

კურიერი 20 აგვისტოდან, ანუ მას შემდეგ, რაც წამყვანებმა არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს, ეთერში აღარ გადის. სიახლეები არც არხის ვებსაიტზე იდება.

ბოლო მონაცემებით არხიდან თითქმის ყველა საინფორმაციო და გასართობი გადაცემების შემოქმედი ჯგუფი წავიდა.

“14 წლიანი თანაცხოვრება დასრულდა” – რუსთავი 2 თამარ ლეკვეიშვილმაც დატოვა

ამ მოვლენებს წინ უძღოდა ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შესახებ.

დღეს კი რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატად ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა.

რუსთავი 2-ის ნიუსრუმი ცარიელი გგონიათ, მაგრამ აქ 800-მდე ადამიანია - ირაკლი იმნაიშვილი

" ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ"

სალიას ბრიფინგს ნაციონალური მოძრაობის წევრი ასეთი შინაარსის პოსტით გამოეხმაურა.

“R2’ -ის დირექტორმა მისი საინფორმაციო სამსახურის უფროსი tv Imedi – ის პირდაპირ ეთერში წარადგინა, ამ დროს კი ,R2’ – ის ეთერში სერიალი “ოცნების ნამსხვრევები” გადიოდა “- დაწერა ნიკა მელიამ

“800 თანამშრომელიო და ოპეტაორი ვერ იპოვეს ლაივი რომ ჩაერთოთ? ”

“ამ ქალის სახის მიმიკაც რა თემატურია ნიუსთან”

“კინოში რომ მენახა ეს ამბები რეჟისორს დავცინებდი რა არარეალისტურ რაღაცებს იღებს მეთქი” – წერენ კომენტარების სახით ინტერნეტმომხმარებლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები