LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ასთენიური სინდრომი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება – ეკა უბერი

eka-uberi

პედიატრმა ეკა უბერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „პირადი ექიმი“ ისეთ აქტუალურ თემაზე ისაუბრა, როგორიცაა ასთენია ბავშვებში.

„ასთენია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ფიზიკურ ან ნერვულ სისუსტეს, უგუნებობას და ინტერესების დაკარგვას. ასთენიური მდგომარეობა ჩვილობის და ბავშვთა ასაკში განსხვავდება მოზრდილის ასთენიური მდგომარეობისგან. ბავშვთა ასაკში ამას საფუძვლად უდევს ორგანული ან ფუნქციური პათოლოგია. ახალშობილობის პერიოდში ასთენიური სინდრომი, როგორც წესი, არის სხვა მეტაბოლური თუ კუნთოვანი დაავადებების ერთადერთი გამოვლინება. ცოტა მოზრდილ ასაკში ეს სინდრომი შეიძლება განპირობებული იყოს ანემიით, ჰორმონალური დისბალანსით. ამიტომ მთელი რიგი მიზეზების გათვალისწინებით, ასთენიური სინდრომის უგულვებელყოფა არ ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები