LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკში ქმნიან ადამიანები ოჯახს? – მსოფლიო სტატისტიკა

409
tyu

ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, სიყვარულით განმტკიცებული კავშირია. ბედნიერებაა, როდესაც შეხვდებით იმ ერთადერთ ადამიანს, ვისთანაც მთელ ცხოვრებას დაუფიქრებლად გაატარებთ და დარწმუნებული იქნებით, რომ მასთან ერთად ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ. ეს ურთიერთობა ერთმანეთისადმი ერთგულების პირობას გულისხმობს. თუ მზად ხართ დაქორწინდეთ, ესე იგი, მზად ხართ ყველაფერი საერთო გქონდეთ: ქონება, შვილები, უფლება-მოვალეობები და ა.შ. თუმცა ეს რეალობა განვითარებულ ქვეყნებშია.

ზოგიერთ ქვეყანაში ქორწინება პატარძლით ვაჭრობას გულისხმობს. გოგონებს ფულადი გარიგებით ღარიბი ოჯახებიდან ყიდიან და ხშირად ადრეულ ასაკში ათხოვებენ. გადავხედოთ მსოფლიო სტატისტიკას და გავიგოთ რა ასაკში ქმნიან ოჯახს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

ჩრდილოეთ ევროპასა და დასავლეთის უმეტეს ნაწილში, ისევე როგორც ავსტრალიაში, 30 წლის ასაკიდან ქორწინდებიან, განსხვავებით ცენტრალური და ჩრდილოეთ აფრიკისა, სადაც უმეტესობა ნაადრევ ასაკში ქმნის ოჯახს. ბევრ ქვეყანაში, საქორწილო ცერემონია მთელი წარმოდგენაა, ისტორიული კოსტუმებით და ტრადიციული რიტუალური ცეკვებით.

ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელშიც მსოფლიოს 20 ქვეყანის ქორწინების საშუალო ასაკია ნაჩვენები:

რაც შეეხება რუსეთს, მას საშუალო ადგილი უკავია. უმეტესად ისინი 26 წლის ასაკის ზემოთ ქორწინდებიან.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა ქორწინების ასაკი უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცების. რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო დიდია სხვაობა.

თუ გლობალურ ტენდენციებზე ვსაუბრობთ, აშკარაა, რომ წყვილთა უმეტესობა არ ჩქარობს დაქორწინებას და ვერ ხედავს სამარცხვინოს ე.წ. ”სამოქალაქო ქორწინების” გარეშე თანაცხოვრებაში. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები წყვილია კანონიერ ქორწინებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები