LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაგიჯდებათ ბინის შეძენა – ყველაზე ძვირადღირებული უბნები თბილისში

Investing-in-property-Image

2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბანი მთაწმინდაა – აქ საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი საშუალო ფასი ყველაზე მაღალია და $1099 (კვ.მ) შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია „თიბისი ბანკის”, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივ კვლევაში.

მთაწმინდას, საშუალო ფასის მიხედვით, მეორე პოზიციაზე მოსდევს ვაკე – $972 (კვ.მ). სხვა უბნების მონაცემები კი ასეთია:

საბურთალო – $893 (კვ.მ)

კრწანისი – $829 (კვ.მ)

დიდუბე – $783 (კვ.მ)

ჩუღურეთი – $771 (კვ.მ)

ისანი – $682 (კვ.მ)

ნაძალადევი – $628 (კვ.მ)

გლდანი – $570 (კვ.მ)

სამგორი – $546 (კვ.მ)

რაც შეეხება გაყიდვების კუთხით ყველაზე აქტიურ უბანს დედაქალაქში– ეს საბურთალოა. მასზე მთლიანი გაყიდვების 27% მოდის, შემდეგ პოზიციებზე კი არიან: ვაკე 16.1%-ით და გლდანი 12.2%-ით.

„თიბისი ბანკის”, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივ კვლევაზე forbes.ge იუწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები