LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ძალა აქვს კადიროვის მუქარას: “ჯილდოს ის ქილერი იღებს, რომელიც მიზანს პირველი მიაღწევს”

399
კად22

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მხოლოდ 43 წლისაა, თუმცა სახელი არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მთელს მსოფლიოში დიდი ხანია გაითქვა.

2007 წლიდან ის ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. არის რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილი.

კადიროვი ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ებრძოდა რუსეთის ფედერაციას, მაგრამ მეორე ომში მამასთან ერთად რუსების მხარეს გადავიდა.

ის ასევე არის პოლიციის გენერალ-მაიორი.

ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან 20 ...

    1990 წლებში ჩეჩნეთის ომის დროს დანგრეული გროზნო

 

კადიროვის მიღწევად აფასებენ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მშვიდობის დამყარებას და ომის დროს დანგრეული გროზნოს აღდგენას, ასევე ადანაშაულებენ დიქტატორული რეჟიმის დამყარებასა და კორუფციაში.

მათ შორის, ვინც კადიროვის საჯაროდ შექებას არ ერიდება ჟურნალისტი თინა კანდელაკია, რომელიც გავცელებული ინფორმაციით, კადიროვის მიმართ გულგრილი არაა. 

წლების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერსა და თინა კანდელაკს რომანი აქვთ.

image

 

“არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენს სა­ი­დუმ­ლოს, რომ არ­სე­ბობს თვი­სე­ბე­ბი, რო­მელ­საც უნდა ფლობ­დეს ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცი – ეს არის და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­კენ სვლის შე­უ­პო­ვა­რი ენერ­გია, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს მისი ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ დღეს და სა­კუ­თა­რი ენერ­გი­ით ირ­გვლივ ყვე­ლას ავ­სებს. ყუ­რან­ში ნათ­ქვა­მია: “ადა­მი­ა­ნი მი­ი­ღებს მხო­ლოდ იმას, რისი მიღ­წე­ვაც სურს”, – ამბობს კანდელაკი კადიროვზე, რომელსაც ჩეჩნეთის დამსახურებული ჟურნალისტის ტიტული აქვს მინიჭებული. ტიტული კი რასაკვირველია, თავად კადიროვმა მიანიჭა. 

ოფიციალურად კადიროვი მხოლოდ ერთხელ არის დაქორწინებული, თუმცა ამბობს, რომ პირველი მეუღლე წინააღმდგი არაა, თუ მეორე ცოლსაც მოიყვანს.

კადიროვი წუხილს გამოთქვამს, რომ ისეთ კარგ გოგოს ვერ შეხვდა, რომ მეორე ცოლიც მოეყვანა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ბევრი ქილერის სახელი სწორედ კადიროვს უკავშირდება. ამას მრავალი პირდაპირი და ირიბი ფაქტი ადასტურებს.

გერმანიის ტელევიზიის პირველმა არხმა რამდენიმე წლის წინ აჩვენა ფილმი, სადაც მთავარი მოქმედი პირები შვეიცარიაში ჩეჩნეთიდან ჩასული პირები და გამომძიებლები არიან, რომლებიც შეკვეთილ მკვლელობებს იძიებენ.
ფილმში ჩეჩნეთის მთავრობის ლიდერი მკვლელობას უკვეთავს, რომელსაც მოსკოვი მტრად მიიჩნევს. ფილმი ჟურნალისტის მკვლელობით იწყება, რომელიც გროზნოს ამბებს იძიებს. რა თქმა უნდა, ფილმის სიუჟეტი პოლიტკოვსკაიასთან აჩენს ასოციაციას.

კადიროვის ირგვლივ შემოკრებილი ქილერები ძირითადად ჩეჩნეთის მტრებს, ომის მონაწილე საველე მეთაურებსა და პოლიტიკურ ოპონენტებს ერჩის.

ჟურნალისტმა ელენა მილოშინამ თავის სტატიაში აღწერა, თუ როგორ მოქმედებს კადიროვის დაქირავებული ხალხი.

ერთ საქმეზე რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ჯილდო კი წესით მას გადაეცემა, რომელიც მიზანს პირველი მიაღწევს.
ქილერებს ხშირად აკავებენ, მაგრამ ისინი დამკვეთებს არასდროს ასახელებენ და ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ რეალური კვალი აირიოს.

ასე მოხდა 2006 ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემთხვევაში. ის საკუთარი სახლის ლიფტში ოთხი გასროლით მოკლეს.

პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ორ ...

მკვლელობის ერთ-ერთი კვალი რამზან კადიროვთან მიდის, რომელსაც პოლიტკოვსკაია პირად მტრად მიიჩნევდა. საინტერესოა, რომ მის მკვლელობას პუტინის საჩუქრად მოიხსენიებენ, რადგან ის სწორედ პუტინის დაბადების დღეს, 7 ოქტომბერს, მოკლეს.

პრაქტიკულად გამოუძიებელია რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაც, რომელიც 2015 წელს მოსკოვში მოკლეს. ამბობენ, რომ შემსრულებლები კადიროვის ჯგუფის წევრები იყვნენ.

კვირის პალიტრა - ბორის ნემცოვი ...

რამზან კადიროვის მოწინააღმდეგეებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უსწორდებიან.

ყატარში მოკლეს ზელიმხან იანდარბიევი, ჩეჩნეთის არმიის ერთ-ერთი გენერალი.

დუბაიში სულიმ იამადაევი, რომელიც კადიროვს დაუპირისპირდა.

2009 წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში უმარ ისრაილოვი, რამზან კადიროვის პირადი მცველი ჩაცხრილეს, რომელიც თავს კადიროვის რეჟიმის მსხვერპლად მიიჩნევდა და ამბობდა, როგორ აწამებდნენ კადიროვი და მისი გუნდი მოწინააღმდეგეებს. მან ჩეჩნეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოშიც კი შეიტანა სარჩელი.

კადიროვის სამიზნეში

კადიროვის კიდევ ერთი მსხვერპლი საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი გახდა, რომელიც 2018 წელს გერმანიაში ცეცხლსასროლი იარღით მოკლეს. ზელიმხანი ჩეჩნეთის ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. მისი ლიკვიდაციის მიზნით თავდასხმა თბილისშიც განხორციელდა.

გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ...

2020 წელს ჩეჩენი ბლოგერი იმრან ალიევი საფრანგეთის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. ის იუთუბის საშუალებთ კადიროვის წინააღმეგ მასალებს რეგულარურად აქვეყნებდა.

საფრთხეშია ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდულახმადოვი, რომელზეც ერთი თავდასხმა უკვე განხორციელდა.

საფრთხეშია ქართველი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, რომელსაც ერთი წლის წინანდელი მონოლოგის გამო, ჩეჩნეთის ლიდერი უკვე ორჯერ დაემუქრა.
მას კარგად ესმის, რომ დაცული მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იქნება, მაგრამ ამბობს, რომ არც სიკვდილის და არც კადიროვის არ ეშინია.
„ის მე დაჩოქილს ვერ მნახავს, შეუძლია მომკლას და ჩემი გვამი დააჩოქოს“, – ამბობს გაბუნია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები