LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გეფილმებათ საქართველოში, რეალურ საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ – მიხეილ სააკაშვილი

474
1803Saakashvili-780x405

რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში”,- ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში.

“ეს არის სრულიად ინსპირებული. საქართველოში მეტი პრობლემა არ არის ვიდრე ფილმების გარჩევა?! რა გეფილმებათ საქართველოში, რეალურ საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ”.

“ვერ ვხვდები რა პრობლემაა ვინც უნდა წავიდეს და ნახოს, ის ვინც ამას აკეთებს, უკეთებს რეკლამას და ამ ყველაფრით ამ ფილმის შესახებ გააგებინეს ქყვენის 90%-ს, რაც მთავარია მიაღწიეს იმას, რომ თემა გადაიტანეს ისევ სხვაგან, თავზე გენგრევათ ქვეყანა რა დროს ფილმებია მეგობრებო”, – აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა “მთავარი არხის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები