LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს iPhone 14 Rolex-ის ოქროს საათით – ინოვაციური მოდელი უკვე იყიდება

141
iphone rolex

iPhone 14 Pro Max-ის ინოვაციური მოდელი, რომლის უკანა პანელზე Rolex-ის საათია დატანილი, უკვე იყიდება. თუ სტანდარტული iPhone 14 Pro Max 1 100 დოლარი ღირს, ოქროთი და ბრილიანტის რვა თვალით გაწყობილი სმარტფონი საათით 135 000 დოლარი ღირს.

ბრენდ Caviar-ის დიზაინერების მიერ შემუშავებული მოდელი უკვე მოექცა ყურადღების ცენტრში. Golden Rolex Daytona ხელოვნების ნიმუშია და ახლა ის შერწყმულია Apple-ის უახლეს სმარტფონთან.

ცნობისთვის, iPhone 14 Pro Max როლექსის საათით ლიმიტირებული მოდელია და მისი მხოლოდ სამი ეგზემპლარია ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები