LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს ზაფხულში ქართულ სასტუმროებში განთავსება – ფასების სტატისტიკა

199
rest-detail-hotel-hua-hin-rest-green-room-extra-larg-800-600-1

კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG საქართველოში არსებული სასტუმროების ფასების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებს.

2019 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 137 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 232 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 76 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 448 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 618 ლარი შეადგინა, აჭარაში – 384 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 417 ლარი და კახეთში – 369 ლარი.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის ივნისში, 2019 წლის მაისთან შედარებით, 1.5%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.1%-ით შემცირდა. 2019 წლის ივნისში, 2018 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 2.9%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.3%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 9.9%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები