ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს რჩევებს დღევანდელ ახალმთვარეობასთან დაკავშირებით და წერს სამწლიან ციკლზე, რომელიც ახლა იწყება.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“რაკი დღეს ახალმთვარეობაა ვერძის ♈ ზოდიაქოს ნიშანში და ყველაზე კარგი დროა საიმისოდ, რომ საკუთარი ცხოვრების “დასარესტარტებლად” დავისახოთ ყველაზე უფრო ცინცხალი, თამამი და ნოვატორული გეგმები ( ნუ დაგავიწყდებათ, ვერძი უშიშარი პიონერის ნიშანია☝️✌), ვისაც ასტროლოგიის სჯერა, გეტყვით: 1.სამყაროში მინიმუმ სამწლიანი ეტაპი იწყება, რომლის გავლენითაც ჩვენ ყველას მოგვიწევს ვისწავლოთ ცხოვრება სპონტანურად. მოგვიწევს სწრაფი ადაპტაცია და რისკები. ერთი სიტყვით გეგმების ხშირად და კრეატიულად გადაგეგმვა😉 2. ჩვენი პლანეტა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო უსაფრთხო, ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში საცხოვრებლად ვემზადებით. გაცოცხლდება სოფლები (დროებით არა, გრძელვადიან პერსპექტივაში), მეტი მოთხოვნა გაჩნდება ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე. ადამიანების დიდი ნაწილი დასახლდება არაურბანულ გარემოში იგივე ქალაქგარეთ ან სოფლად. 3. ძალიან განვითარდება მედიცინის უამრავი დარგი, კვლევითი სფერო და ლაბორატორიები. 4. უმაღლეს დონეზე ავა უსაფრთხოების ნორმები. სამყარო ბევრ ახალ ელექტრო და კომპიუტერულ გამოგონებას იხილავს. რაც საბოლოოდ საშუალებას მოგვცემს ვიცხოვროთ და ვიმოგზაუროთ ფაქტობრივად საზღვრებს გარეშე. 5. ბევრი ქვეყანა გადახედავს შიდა პოლიტიკას. საზღვრებიც რაღაც ეტაპზე მკაცრად იქნება კონტროლირებადი. 6. ადამიანები ისწავლიან ერთი იდეით და მიზნით, ყოველგვარი იერარქიის გარეშე ჯგუფურად გაერთიანებას საერთო და სასარგებლო საქმეების საკეთებლად ( სატურნი ♒ პრინციპი საყოველთაო ძმობა). 8. ბევრი ოფისი დაიხურება და დისტანციურად მუშაობის პრინციპი გახდება გაცილებით უფრო პრიორიტეტული. ასევე მოხდება ბევრი დიდი კომპანიის გაერთიანება.

პ.ს და რაღა თქმა უნდა, არ მოხდება ყველაფერი ეს ერთ დღეში. ეს არის უახლოესი მომავლის საუკეთესო ვარიანტი, უფრო სწორად რესურსი, რასაც სამყარო ამ ეტაპზე იძლევა. რესურსი კი ადამიანის ნების რაციონალურ და გააზრებულ გამოხატულებას ექვემდებარება. პ.ს 2 კორონა უკან დაიხევს, თუმცა წლის ბოლომდე (ივნის-ივლისი, ნოემბერ-დეკემბერი) სიტუაცია არ მოგვცემს მოდუნების საშუალებას. ამიტომ ახლა კარგად დაისვენეთ და დაზოგეთ ძალები.

პ.ს 3 ეს ინფორმაცია განკუთვნილია მათთვის ვისაც არ მიაჩნია რომ აპოკალიფსი დადგა და ვინც მტკიცედაა დარწმუნებული იმაში, რომ ყოველთვის აქვს აზრი ხვალინდელი დღის ოპტიმისტურ ხედვას. იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებს, პირველ რიგში, საკუთარი თავის და ადამიანში არსებული ამოუწურავი შესაძლებლობების სჯერათ. 😍🤩✌☝

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05