LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გველოდება ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე – „უნიკალურ კოლაბორაციას იხილავთ!..“

133
-DSC5362

სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრი 2019 წლის 7-9 სექ­ტემ­ბერს, ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალს მე­სა­მედ გა­მარ­თავს.

ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი, ევ­რო­პუ­ლი და ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი კონ­ცერ­ტით, „ბლექ სი არე­ნა­ზე“ 2019 წლის 7 სექ­ტემ­ბერს „ჩექ ინ ჯორ­ჯი­ას“ ფარ­გლებ­ში გა­იხ­სნე­ბა.

ზემოხსენებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით 30 ივლისს, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ კლორის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი დონაძე, „ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა და რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.

ტატო ხარჩილავა:

დიდი მადლობა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს, რომ მოგვეცა საშუალება, ერთობლივად განგნეხორციელებინა ეს პროექტი. ის სეზონის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან კარგად წარმოაჩენს ჩვენს კულტურას, მათ შორის უცხოელებისთვისაც. „ბლექ სი არენა“ გამოიყენებს ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ტექნიკურ რესურსს, რომ ვიზუალურად საინტერესოდ ჩატარდეს ღონისძიების გახსნა. ამ პროექტს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

გიორგი დონაძე:

ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ნამდვილად. ჩვენი ფოლკლორით მთელი ქვეყანა ამაყობს და ამით გვიცნობენ მთელ მსოფლიოში. ამ ღონისძიებას მესამედ ვატარებთ და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ბლექ სი არენას“, ფაქტობრივად, ამ ფესტივალის თანამდამფუძნებლები არიან, რადგან გვერდით გვიდგანან და ყოველ წელს გახსნა სწორედ არენაზე იგეგმება ხოლმე. ჩვენი სიმღერა და ცეკვა უამრავ საშუალებას გვაძლევს, რომ ამ ღონისძიებას შოუს ელემენტები შევძინოთ და საინტერესოდ გავაფორმოთ.

სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან გვყავს, – კორსიკა, საფრანგეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი. მსმენელის წინაშე საქართველოს რეგიონებიდან საუკეთესო ანსამბლები წარდგებიან. გახსნა იქნება ძალიან საინტერესო. ვიწყებთ „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს, 8-9 სექტემბერს კი რაჭაში გავაგრძელებთ, ეს ამ კუთხის პოპულარიზაციისთვისაც კეთდება.

ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე:

უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას ამ არაჩვეულებრივ შემოქმედებით ზეიმში. ეს ნამდვილად ზეიმია. გვეძლევა საშუალება, ქართულ უნიკალურ სიმღერასა და ცეკვასთან ერთად ვიხილოთ უცხოელებიც, თავიანთი ფოლკლორითა და ჟღერადობით. „ბლექ სი არენა“ გვაძლევს ტექნიკურად უდიდეს საშუალებას, რომ გახსნა გადავაქციოთ დაუვიწყარ წარმოდგენად. მაყურებელი უნიკალურ კონცერტს ნახავს და საინტერესო იქნება კოლაბორაცია ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს შორის. სარდინიელები, კორსიკელები და ქართველები ერთობლივად შეასრულებენ ნომერს… 8-9 სექტემბერს რაჭაში ყველასთვის საინტერესო სანახაობას შემოგთავაზებთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები