LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში: ხასიათის ნეგატიური თავისებურებები

happiness

თეორიულად ნებისმიერს შეუძლია იყოს ბედნიერი, უბრალოდ ზოგს გააქტიურება სჭირდება, ზოგს კი, სერიოზული ცვლილებების შეტანა ცხოვრებაში, რადგან ხშირად სწორედ საკუთარი ხასიათი გვიშლის ხელს ნამდვილი ბედნიერების მოპოვებაში.

პერფექციონიზმი – მართალია, ყველაფრის იდეალურად გაკეთების სურვილი სასარგებლო თვისებაა, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში გამოგადგებათ, მაგრამ სრულყოფილებისკენ სწრაფვას ბოროტი სამსახურის გაწევაც შეუძლია, რადგან პერფექციონისტთა უმეტესობა უარს ამბობს კომპრომისებზე, იდეალების დევნაში კი, ვერაფერს ამჩნევს და როცა სასურველ შედეგს ვერ აღწევს, იმედგაცრუებულს აღარც ცხოვრების შეცვლის ხალისი რჩება.

წარსულის მონატრება – წარსული ერთის მხრივ, სასარგებლო გამოცდილებაა, მეორეს მხრივ კი, სასიამოვნო მოგონება, რომელიც ბევრს არ ეთმობა, ფიქრით მუდმივად უკან ბრუნდება და აწმყოსთან ერთად მომავალიც ხელიდან ეცლება.

საკუთარი თავის სიბრალული – სირთულეებზე რეაგირების ორი ვარიანტი არსებობს – ან ობიექტურად უნდა შევხედოთ სიტუაციას ან ყველაფერში საკუთარ თავთან ერთად გარშემომყოფებიც დაადანაშაულოთ. რა თქმა უნდა, თვითკრიტიკა კარგია, რადგან სწორედ ასე შეიძლება რეალური პრობლემის პოვნა, მაგრამ თვითგვემას ნუ აჰყვებით, რადგან უკიდურესობაში გადავარდნა ვერც სირთულეების გადაწყვეტაში დაგვეხმარებათ და თვითრწმენასაც დაგაკარგინებთ.

თვითშფასების პრობლემა  – ბედნიერების მთავარი მტერი კომპლექსებია, როცა უმოქმედობის უამრავ მიზეზს პოულობთ. ყოველთვის ნაკლებს აკეთებთ, რადგან დარწმუნებული ხართ, რომ მაინც არაფერი გამოვა და გარისკვა გაშინებთ, რადგან არ გჯერათ საკუთარი თავის, არ გინდათ დაჯერება, რომ სხვაზე უკეთესი ხართ და თვითონ უზღუდავთ საკუთარ თავს ბედნიერებას.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები