LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ვაქცინაციის შიშს და როგორ დავძლიოთ – თამარ ლაფაჩი

407
fsiqologianews

რა იწვევს შიშს და როგორ დავძლიოთ – „ფორტუნა“ ფსიქოლოგ თამარ ლაფაჩს ესაუბრა.

ზოგადად სიახლის მიმართ შიში ადამიანისთვის ნორმალური გამოვლინებაა და ამ დროს შიშის რეაქცია თავდაცვის ინსტინქტია და თვითგადარჩენას ემსახურება, თუმცა როდესაც შიში ხდება დესტრუქციული ყველაფერი ახლის მიმართ, რომელიც ადამიანს და ასევე მის გარშემომყოფებს აზიანებს, ეს უკვე შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ნეოფობია.

ამ რაკურსში, დღევანდელ რეალობას, რომელიც ვაქცინის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაში გამოიხატება, ახლის მიმართ ირაციონალური შიში ანუ იგივე ნეოფობია უდევს საფუძვლად. ამ შიშის გამართლება ხდება სხვადასხვა რელიგიური თუ მეცნიერების მიმართ უნდობლობის მიზეზით.

ნეოფობიის მიზეზები ბევრია: ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი მიზეზი, რაც ჩვენი ამგვარი განწყობის ასახსნელად შეიძლება ითქვას, არის ჩვენი ისტორიული წარსული და გამოცდილება, საბჭოთა კავშირში – დიდი ხნის მანძილზე ჩაკეტილ გარემოში ცხოვრება და სიახლის დეფიციტი.

დღევანდელ ვითარებას შევეხები. მაგალითად, ვაქცინაციაზე პირადი ან სხვისი ნეგატიური გამოცდილება (შესაძლოა სულაც გაგონილი), რომლის განზოგადებასაც ახდენს ადამიანი, ზოგ შემთხვევაში გენერალიზებული შიშის სახით გვხვდება.

საზოგადოების ორ ნაწილად დაყოფა არ შეიძლება, რადგან ამ ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის კონფლიქტის ესკალაციას და აგრესიის გაზრდას უწყობს ხელს. ეს კი ეპიდვითარებას უფრო ამძაფრებს, რადგან ვირუსი ასეთ გარემოში უფრო ადვილად ანგრევს სტრესში მყოფ ორგანიზმს.

გამოსავალი არის გაცნობიერება იმისა, თუ საიდან მოდის ეს შიში, რა საფუძვლები აქვს, რას ემყარება მსგავსი ნეგატიური დამოკიდებულება, შემდეგ ინფორმაციის მოძიება, საკითხის უფრო ღრმად შესწავლა, კომპეტენტურ პირებთან გასაუბრება, ასევე შესაძლებელია ფსიქოკონსულტაციას მიმართოს ადამიანმა, რადგან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ვაქცინაციის სურვილი არსებობს, თუმცა შიშის გამო თავს იკავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები