LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ზრდასრულ ასაკში კომუნიკაციის პრობლემებს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1013

კომუნიკაციური უნარის განვითარება მნიშვნელოვანია ურთიერთობების დასამყარებლად. ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობის შიში  და კომუნიკაციის პრობლემა. როგორც „ფორტუნას“ თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის ლექტორმა, ფსიქოლოგმა, ნუცა საღარაძემ განუცხადა, კომუნიკაციის პრობლემა ძირითადად მორცხვ და დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს აქვთ.

რა იწვევს კომუნიკაციის პრობლემებს?

დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვობაში აღზრდის სტილს. თუ ბავშვი ხშირად ხდება მშობლების კრიტიკის საგანი, თუ მას დასცინიან, არ აძლევენ საშუალებას საკუთარი აზრი გამოთქვას, ეს ზრდასრულ ასაკში კომუნიკაციის პრობლებით გამოიხატება. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მშობლებმა არ უნდა დაუშალოთ ბავშვს საკუთარი აზრის გამოხატვა, უნდა მისცენ საშუალება შეეგუოს სოციუმს.

 

რისთვის არის საჭირო კომუნიკაციის უნარის განვითარება?

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეფექტური კომუნიკაცია ადამიანებს ეხმარება გუნდურ მუშაობაში, გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემის გადაჭრაში. ეფექტური კომუნიკაცია არის დასწავლადი და განვითარებადი უნარი და ის არ უნდა იყოს ხელოვნური. კომუნიკაციის დროს მნიშვნელოვანია გახსნილობა და ბუნებრივობა. „კომუნიკაციის პრობლემის მქონე ადამიანებს ხელი ეშლებათ სამსახურში, მათ ახასითებენ ცივ, ფლეგმა ადამიანებად, სინამდვილეში ეს ადამიანი შეიძლება სულაც არ იყოს ასეთი, უბრალოდ ამის გამოხატვას ვერ ახერხებს ფართო აუდიტორიის წინაშე“ ,- განაცხადა მან.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ასეთი ადამიანები ფართო აუდიტორიის წინაშე ხშირად უნდა გამოდიოდნენ, ხალხმრავალი აუდიტორია მათ დაეხმარება კომუნიკაციის პრობლების გადაჭრაში.

7 რჩევა ნუა საარაძისგან:

1. გააცნობიერეთ რა არის რელურად კომუნიკაცია და დააკვირდით თქვენი კომუნიკაციის სტილს. ასევე დააკვირდით სხვა ადამიანები, თუნდაც თქვენი მეგობრები როგორ იქცევიან უცხო გარემოში, დიდ სოციალურ ჯგუფებში. შეადარეთ და გააანალიზეთ თქვენი და მათი კომუნიკაციის სტილი. ეს მოგცემთ საშუალებას გააცნობიეროთ თქვენი პრობლემა და იფიქროთ როგორ გაიუმჯობესოთ კომუნიკაციური უნარები.

2. დააფასეთ საკუთარი თავი და საკუთარი მოსაზრებები/შეხედულებები. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს შეუძლია სწორად შეაფასოს საკუთარი უნარ -შესაძლებლობები. გქონდეთ რწმენა, იმისა რომ თქვენი შეხედულებები არის ისეთივე ღირებული, საინტერესო და აქტუალური, როგორც სხვების.

3. იყავით გამბედავი და პირდაპირ თქვით სათქმელი. ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, რას იტყვიან სხვები, ან როგორ გამოჩნდებით სხვის თვალში. მუდმივად ამ საკითხებზე ფიქრი იწვევს შფოთვას, სტრესს.

4. გაივარჯიშეთ თქვენი კომუნიკაციური უნარები – კომუნიკაციის გავარჯიშება- გაუმჯობესება შესაძლებელია. კომუნიკაციურ უნარებს ადამიანი ივითარებს მთელი ცხოვრების მანძილზე. დააკვირდით თქვენს ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციას, ჟესტ-მიმიკებს. დადექით სარკის წინ და ივარჯიშეთ საუბარში.

5. იყავით თვითდარწმუნებული – აღიარეთ თქვენი ნიჭი, დადებითი თვისებები და ჩამოწერეთ. გაიხსნეთ ის კომპლიმენტები, დადებითი შეფასებები, რაც მიგიღიათ მეგობრებისგან თუ უცხო ადამიანებისგან. რაც უფრო მეტად იქნებით თვითდარწმუნებული საკუთარ შეხედულებებსა თუ მოსაზრებებში, მით უფრო ნაკლებად გაგიჭირდებათ კომუნიკაცია.

6. დასვით შეკითხვები – ნუ მოგერიდებათ შეკითხვების დასმის.

 7. მიაწოდეთ საზოგადოებას ის ინფორმაცია, რომელიც მას გამოადგება.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები