LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება ევროპაში შემოდგომის ბოლო თვეს – 5 ქალაქი, სადაც ქუთაისიდან გაფრენას გვირჩევენ

183
Awesome-Places-to-Visit-in-US-during-Autumn-Season-1024x536

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საკუთარ მგზავრებს იმ დაგეგმილ ღონისძიებებს აცნობს, რომლებიც შემოდგონის ბოლო თვეს ევროპის ქალაქებში გელით.

მაშ ასე, რა ხდება ევროპაში შემოდგომის ბოლო თვეს:

1.მარსელში საშობაო ბაზარი ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყება და ქალაქი ზღაპრული დეკორაციებითა და განათებებით ირთვება.

2.ახალი ღვინისა და ყველის ფესტივალზე ბუდაპეშტი 29-30 ნოემბერს გიმასპინძლებთ.

3. 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ბარსელონა “ლა კასტანიადას” აღნიშნავს, რომელიც ყველა წმინდანის დღესთანაა დაკავშირებული. ამ დროს კატალონიელები, ტრადიციულად, ათასნაირ ტკბილეულს ამზადებენ და მოხალულ წაბლს მიირთმევენ.

4.მილანი ყოველწლიურ ჯაზფესტივალს “JazzMi” 1-10 ნოემბერს უმასპინძლებს.

5. 5-10 ნოემბერს, ბერლინში მოკლემეტრაჟიანი ფილმების რიგით 35-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

შეგახსენებთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისები ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები