LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება ისეთი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ – ხატია დეკანოიძემ კახა კუჭავას მიმართა

34
dekanoidze

დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიმართა. “რა ხდება ისეთი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ”,-განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ჟურნალისტები პარლამენტში შემოსვლას ვერ ახერხებენ, რაც ავტოკრატიული რეჟიმების გარდა არსად არ ხდება.

„ბატონო კახა, თქვენ დილიდან გირეკავენ ჟურნალისტები, ყველა ჟურნალისტი გირეკავთ და თქვენ არ იღებთ ტელეფონს. მათ შორის უმრავლესობის წევრები ემალებიან ჟურნალისტებს. ეს ხდება ავტოკრატიულ რეჟიმებში. ბატონო კახა, მე მაინტერესებს ერთი რამ, რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე გამჭვირვალე ორგანო, მათ შორის ჟურნალისტებისთვის, რა ხდება ისეთი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ”,-აღნიშნა დეკანოიძემ.

სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ჟურნალისტებს პარლამენტში შემოსვლა ეკრძალებათ, მაგრამ სესიაზე ვერ შემოვლენ: კახა კუჭავა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები