LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მახინჯ ტრენდს ებრძვის ქართულ მედიცინაში ჯაბა ზარქუა: „38 „წამალი” 3 თვის განმავლობაში!..“

364
jabazarqua

ექიმი გასტროენტეროლოგი, ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში ლაივების ციკლს იწყებს, რომელთა მიზანია, პაციენტები ექიმების მიერ დანიშნული ზედმეტი წამლების შესახებ გააფრთხილოს. როგორც ცნობილი ექიმი აღნიშნავს, მის სფეროშიც და სხვაგანაც, სრულიად ზედმეტი და არასაჭირო წამლების დანიშვნის მავნე პრაქტიკა მოქმედებს.

„Voilla, Case N1: 38 „წამალი” 3 თვის განმავლობაში!

ვიწყებ კამპანიას გასტროენტეროლოგიაში პოლიპრაგმაზიის პრობლემის აღმოსაფხვრელად და ამ სფეროსთვის ღირსებისა და რეპუტაციის აღსადგენად, სხვანაირად მუშაობას ხელს არ ვაწერ.

არ გვაქვს დასაკარგი დრო, ფული და ჯანმრთელობა ამ ისედაც ურთულეს და ბევრი კუთხით გაუგებარ სპეციალობაში. სირთულე ობიექტურად უამრავია, კიდევ ახალი რომ არ გამოვიგონოთ და დავუმატოთ ზემოდან.

არ მოვისვენებ, სანამ ამ მახინჯი ტრენდის (რაც ხელში მოგვხვდება, იმ წამლის დანიშვნას ვგულისხმობ) კუბოზე ბოლო ლურსმანს ჩემი ხელით არ ჩავაჭედებ.

ჯანმრთელობას გისურვებთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები