LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მიმართულებისთვის დაიხარჯება 1 მილიონი დოლარი, რომელიც გაერომ საქართველოს გამოუყო

98
shutterstock-381320083

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 1 მილიონი ლარი, რომელიც გაერომ საქართველოსთვის გამოყო მიმართული იქნება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველო რომ ერთ-ერთი პირველია იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო დახმარება, ეს საქართველოს მთავრობის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია. მისი თქმით, სახელმწიფო ხელისუფლების ამოცანა საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პანდემიის ფონზე შექმნილი ეკონომიკურ გამოწვევასთან გამკლავებაა.

პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ვირუსის გავრცელების შენელება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კრიზისით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც გაერო-მ ჩვენთვის გამოყო და რომელიც გახლავთ ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი მთავრობასა და გაერო-ს შორის. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაერო-სგან დახმარება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიმართული იქნება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

 

პოპულალურები