LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა მოულოდნელი სცენარი გაათამაშა ოლიგარქმა, გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდება“

5171
nika-ekas-dialogi

ქიბარ ხალვაშის მიერ გაკეთებულ განცხადებას, “რუსთავი 2-ის” გასხვისებასთან დაკავშირებით, არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მისი წამყვანი ეკა კვესიტაძე ეხმიანებიან. 

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ს ყიდის

„რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით გაიყიდება"

ორივე მათგანი წერს, რომ გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

“რისი დამტკიცებაც გვინდოდა,” – წერს ნიკა გვარამია.

„რა ”მოულოდნელი” სცენარი გაათამაშა ოლიგარქმა, პირდაპირ გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდება. სალიამ ვითომ ახალი სატელევიზიო ბადე (სადაც ყველა ძველი გადაცემაა) ახლა სახლში წაიღოს და მისაღებში ჩამოიკიდოს,“ – წერს ეკა კვესიტაძე.

ქიბარ ხალავაში რუსთავი 2-ს ყიდის. ამის შესახებ განცხადება ტელევიზიის წილის 100% – ის მფლობელმა დღეს გაავრცელა. “გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით,” – წერს განცხადებაში ქიბარ ხალვაში.