LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მუსიკასაც შეუკვეთავს “ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ მოსამართლეები – ანა დოლიძე

99
dolidze

იუსტიციის საბჭოს წევრები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს ქეთევან მესხიშვილსა და ლევან მესხორაძეს მოუსმენენ.

იმ შემთხვევაში, თუკი დღესაც ორ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დროის თვალსაზრისით, მალე დასრულება, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, შესაძლოა, საბჭომ შეცვალოს გადაწყვეტილება და გასაუბრება ყოველდღიურ რეჟიმში სამ კანდიდატთან გააგრძელოს. ლავრენტი მაღლაკელიძესთან გასაუბრება გუშინ საბჭოში რამდენიმე საათის განმავლობაში  გაგრძელდა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა, იმ დაკვეთას შეასრულებენ მოსამართლეები.

“არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოს პარლამენტი არ შეიკრიბება აგვისტოში. იუსტიციის საბჭო გადავიდა მუშაობის ნორმალურ რეჟიმზე და დღეში ორ კანდიდატს უსმენს. თუნდაც, ის ფაქტი, რომ იუსტიციის საბჭო გასაუბრების გრაფიკთან დაკავშირებითაც არ იღებს დამოუკიდებლ გადაწყვეტილებას, მიუთითებს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც სხედან აქ, მოსამართლეთა უმრავლესობა ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთას. რა მუსიკასაც შეუკვეთავს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, „ქართული ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

პოპულალურები