LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პარლამენტზე ვლაპარაკობთ? ვინც არიან, ისინიც უნდა გამოვიდნენ: უგულავა არჩილ თალაკვაძეს პასუხობს

50
FORTUNA.GE-

“ამ ვითარებაში რა პარლამენტზე ვლაპარაკობთ? ვინც არიან, ისინიც უნდა გამოვიდნენ პარლამენტიდან. ეს დისკუსია დამთავრდა ხალხო და თუთიყუშებივით რამდენიც გაიმეორებთ, თქვენ ჩავარდებით უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ დაემსგავსებით კოლექტიურ თალაკვაძეს.” – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის საკითხი, კითხვის დასმის დონეზეც არაადეკვატურია.

გარწმუნებთ, ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება: არჩილ თალაკვაძე

გიგი უგულავა ამბობს, რომ 23 თებერვალს, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე განხორციელებული შტურმის შემდეგ, “წერტილი დაესვა ყველანაირ ილუზიას, რომ ვინმე პარლამენტში უკანა კარიდან, თუ წინა სადღესასწაულო კარიდან შევა”.

უგულავა ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე წერტილი დასმულია და მოთხოვნები მკაფიოა: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და რიგგარეშე არჩევნები:

“დღეს საკითხი სხვანაირად დგას. 23 თებერვალს, როდესაც აქ შტურმით შემოვარდა ორი ათასი ადამიანი და დააპატიმრეს ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, წერტილი დაესვა ყველანაირ ილუზიას, რომ ვინმე პარლამენტში უკანა კარიდან თუ წინა სადღესასწაულო კარიდან შევა.

პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე წერტილი დასმულია და ეს საკითხი აღარ იხილება. საკითხი დგას ძალიან მკაფიოდ: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, რიგგარეშე არჩევნები. სხვა თემა არ არსებობს.” – თქვა უგულავამ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია, საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება, რადგან მას პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები