LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა დედაქალაქში

139
BeFunky-collage (4)

ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 – თბილისში. არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაცეების მართვის სამსახური ავრცელებს.

შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა.