LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ქნას მოშივდა საბრალოს… ჩემი ლანძღვით ივანიშვილის საქართველოში ფულს აკეთებენ: მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე

70
vaSaZe saakaSvili

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „მიხეილ სააკაშვილის გასწორება არ იქნება და გააცდინა დრო, როცა ეგონა, რომ შეცვლიდა“, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „მისი ლანძღვისთვის პოროშენკოს უკრაინაში და ივანიშვილის საქართველოში ფულს აკეთებენ“.

„რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა.
იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერ-ჯერობით ივანიშვილის საქართველოში… არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.