LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ქონებას ფლობს იუსტიციის მინისტრი, ვინ არის მისი მეუღლე და რატომ დაუფინანსა უცხოეთში სწავლა სააკაშვილმა – რატი ბრეგაძის უცნობი ამბები

13672
Untitled design

წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყო. მას „ოცნების“ უცვლელ მინისტრადაც მოიხსენიებდნენ.

თეა წულუკიანი გოჩა ლორთქიფანიძემ შეცვალა, თუმცა სტრასბურგში მოსამართლედ დანიშვნის გამო, მან მალევე დატოვა მინისტრის კაბინეტი.

იუსტიციის მინისტრის პოსტი 2021 წლის პირველ აპრილს რატი ბრეგაძემ დაიკავა.

რატი ბრეგაძის შესახებ საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცოდა და მისი სახელი აქტუალური მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის შემდეგ გახდა.

„ფორტუნა“ შეეცადა, რატი ბრეგაძეზე, რომელმაც იუსტიციის მინისტრის სავარძელი უკვე მერვე თვეა რაც ჩაიბარა, ამომწურავი ინფორმაცია მოეძიებინა. 

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა, რატი ბრეგაძის მამას საჯაროდ მიმართა და შეახსენა ის დრო, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რატი ბრეგაძეს უცხოეთში სწავლა დაუფინანსა.

 

 

რაზეც მინისტრის მამამ უპასუხა: 

„ჩემი შვილის სტიპენდიის საკითხმა სხვადასხვა კონტექსტში უკვე რამდენჯერმე გაიჟღერა, ამიტომ მინდა დავაზუსტო:

რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი მშობელი მოხარული ვიყავი, როდესაც ჩემმა შვილმა უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ და „მაქს პლანკის“ ინსტიტუტის პერსონალური მოწვევის საფუძველზე, მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდის ერთწლიანი სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც იგი იმყოფებოდა გერმანიაში სამეცნიერო მივლინებაში 2006 წელს“. – აღნიშნა გრიგოლ ბრეგაძემ. 

 

 

საკუთარ განათლებაზე წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა რატი ბრეგაძემ, სადაც ვკითხულობთ:

„დავიბადე 1982 წლის 12 დეკემბერს, თბილისში ექიმისა და ისტორიკოსის ოჯახში. ერთი საინტერესო ფაქტი უნდა გაგიმხილოთ, გამოცვლილი მაქვს 10 სკოლა.

თავიდან ნუცუბიძის პლატოზე ვცხოვრობდი, სადაც 1989 წელს შევედი გერმანულ სკოლაში. შემდეგ ეს სკოლა გაიყო, ამიტომ გადავედი ბროსეს ქუჩაზე. აქ ჩემი კლასი ისევ გაიყო და უკან დავბრუნდი. შემდეგ გადავედი მე-6 სკოლაში.

მოგეხსნებათ, 90-იან წლებში თბილისში სწავლის საკმაოდ დაბალ დონე იყო, გაკვეთილებიც საკმაოდ ხშირად ცდებოდა, სრულიად გასაგები და ობიექტური მიზეზების გამო. ბებიაჩემი მოსკოვში ცხოვრობდა, ერთ ზაფხულს მეც ჩავედი მოსკოვში, ვნახე იქაური სკოლა, მომეწონა და სპონტანურად გადავწყვიტე სწავლის იქ გაგრძელება. დავრეკე სახლში და დედას ვუთხარი, რომ მოსკოვში ვრჩებოდი სასწავლებლად.

ამ დროს მეშვიდე კლასში ვიყავი და კარგად მახსოვს დედას გაოცება.

იქ გავატარე გარკვეული პერიოდი ბებიასთან ერთად, მერე ჩემი ოჯახი ცოტა ხნით პეტერბურგში გადავიდა. იქ, ჩემს სკოლაში გერმანულ ენაში ჩატარდა ოლიმპიადა IX-XI კლასელებისათვის, მე კი ამ დროს VIII კლასში ვიყავი.

მასწავლებელს ვთხოვე და ამ ოლიმპიადაზე გამონაკლისის სახით დამიშვეს. უბრალოდ მონაწილეობა უნდა მიმეღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გავიმარჯვე.

ახლაც კარგად მახსოვს 31-დან 29 ქულა ავიღე და ჩემთვის ეს იყო პირველი ყველაზე დიდი გამარჯვება. მოგეხსენებათ რუსეთში ჩვენს მიმართ მეგობრული დამოკიდებულებით იმ პერიოდშიც უკვე აღარ გამოირჩეოდნენ. ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, დამემტკიცებინა, რომ ქართველებს ძალიან ბევრი შეგვიძლია. ეს არ იყო ჩემი, როგორც რატი ბრეგაძის წარმატება. მახსოვს, როდესაც სკოლაში მივედით გამოკრული იყო მცირე ზომის დაფა, სადაც ეწერა:

მიესალმეთ გამარჯვებულს“ და ქვემოთ ქართული სახელი და გვარი იყო მიწერილი.

ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. ამ ოლიმპიადაში გამარჯვების შემდეგ წილად მხვდა მესწავლა პეტერბურგში, პეტრე პირველის დროს დაარსებულ სკოლაში და ამავდროულად მონაწილეობა მივიღე გერმანიაში მოსწავლეთა საერთაშორისო შეხვედრაზე“. – იხსენებს ბრეგაძე.

იუსტიციის მინისტრის თანამდებობამდე 2012-2015 წლებში მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

2016 წელს იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

2017-2019 წლებში – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი.

იუსტიციის მინისტრად დანიშვნამდე, 2021 წლის პირველ აპრილამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

2021 წლის 2 თებერვალს შევსებული დეკლარაციიდან ცნობილი ხდება, რომ რატი ბრეგაძეს ჰყავს 3 შვილი- ლუკა, ილია და გეგა ბრეგაძეები და მეუღლე ნინო შავგულიძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტია.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ტელევიზიით გასულ სიუჟეტს, ნინი შავგულიძემ, სადაც მისი პარლამენტში მუშაობის ფაქტზე იყო ხაზგასმა, შემდეგი სტატუსით უპასუხა:

 

 

„დასრულებული მაქვს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და ვფლობ ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს(წარჩინებით).

ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დასრულებამდე გავიარე პრაქტიკები სხვადასხვა უწყებებში. მათ შორის, გახლდით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი, სადაც საარჩევნო მოხელის გამოცდის ჩაბარებისა და სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, გავხდი ამავე დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების იურისტი.

ორ წლიანი მუშაობის შემდეგ, მივიღე მონაწილეობა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სამდივნოს იურისტის პოზიციაზე, სადაც ასევე ჩავაბარე საკრებულოს მოხელის გამოცდა და გავიარე კონკურსის ყველა შესაბამისი ეტაპი, რის შედეგადაც დავინიშნე აღნიშნულ პოზიციაზე.

ეთერში გასულ სიუჟეტში ფაქტობრივ შეცდომას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში მუშაობას შევუდექი არა 2020 წელს, არამედ 2017 წლის 1 ოქტომბერს და ვიკავებდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტის პოზიციას.

რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, დღეის მდგომარეობით, გახლავართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.

ვარ ამაყი, რომ ვმუშაობ საჯარო სამსახურში და ვემსახურები ჩემს ქვეყანას, რისი სრული უფლებაც კანონმდებლობით მაქვს მონიჭებული“. – დაწერა ნინო შავგულიძემ.

რატი ბრეგაძის დეკლარაციაში არაა მითითებული ოჯახის ფართი, სადაც ცხოვრობენ.

 

 

დეკლარაციის მიხედვით, მხოლოდ იმის გაგებაა შესაძლებელი, რამდენი თანხა გამოიმუშავა ოჯახმა.

რატი ბრეგაძეს მითითებული აქვს, რომ 5169,14  ლარი აქვს სახელფასო ანგარიში „თიბისი ბანკზე“.

„ბაზის ბანკზე“ კი მას ერიცხება 200 ლარი.

ნინო შავგულიძეს „თიბისი ბანკზე“ სახელფასო ანგარიშზე ერიცხება 7180,66 ლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე 131,49 ლარია.

რატი ბრეგაძეს „საქართველოს ბანკი“ სახელფასო ანგარიშზე ერიცხება  2376,09 ლარი.

ამავე დეკლარაციიდან ცნობილი ხდება, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რატი ბრეგაძემ, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა მიიღო 2001,65 ლარი.

ამავე პერიოდში მისმა მეუღლემ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტია, გამოიმუშავა 35 311,93 ლარი.

რატი ბრეგაძემ, როგორც  თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გასულ წელს 97 561 ლარი გამოიმუშავა.

01.09.2020 წლიდან 31.12.2020 ჩათვლით რატი ბრეგაძის შვილმა, ლუკა ბრეგაძემ, რომელიც  თავდაცვის სამინისტროში  სავალდებულო  სამხედრო მოსამსახურეა, 162,08 ლარი გამოიმუშავა.

დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს რატი ბრეგაძემ სარემონტო მასალებში 9 819,64 ლარი დახარჯა.

იუსტიციის მინისტრის ოჯახური ფოტოები ფეისბუქიდან:

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები