LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საფრთხე შეიძლება მიაყენოთ შვილებს სოციალურ მედიაში ჰეშთეგების გამოყენებით

352
Happy mother laughing taking selfie with child daughter on smartphone at home, smiling single mom and cute girl playing making photo posing for self portrait, mommy and kid shooting instagram stories (Happy mother laughing taking selfie with child dau

ჰეშთეგის ნიშანი სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში შეტყობინების თემებად დასაყოფად და გასავრცელებლად გამოიყენება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დათაგული სიტყვა, რომელსაც წინ უძღვის სიმბოლო #. ჰეშთეგით ძიების დროს კი თქვენთვის  სასურველი ინფორმაცია, ლინკი თუ ფოტო რამდენიმე წამში გამოჩნდება ეკრანებზე.

საჭირო ინფორმაციის მოძიების ამ მარტივ და სწრაფ საშუალებას კი შეიძლება გარკვეული საფრთხეები ახლდეს თან. მაგალითად, უწყინარი ჰეშთეგის –  #ბანაობისდრო, #ოჯახურიშვებულება გამოყენებით მშობლებმა შესაძლოა თავიანთი შვილები საფრთხეშიც ჩააგდონ.

საკითხის უკეთ გასაგებად კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებმა და სოციალური მედიის ექსპერტებმა მშობლებისთვის გარკვეული რეკომენდაციები შეუმუშავეს.

და მაინც, რა საფრთხეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ჰეშთეგის გამოყენება?

ჰეშთეგის მეშვეობით მცირეწლოვანები მომენტალურად ხვდებიან ინტერნეტსივრცეში. შესაბამისად, ძალიან მარტივია ნებისმიერი ბავშვის იდენტიფიცირება.

ჰეშთეგით ატვირთული ფოტოებით მშობლები შვილების პირადი ინფორმაციის გავრცელების არეალს აფართოებენ.

კონკრეტულად, ისეთი სახის დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა ადგილმდებარეობა, ყოველდღიური გრაფიკი და ა.შ

კიბერუსაფრთხოების კონსულტანტი ჩელსი ბრაუნი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მოძალადეს უადვილებს აირჩიოს პოტენციური მსხვეპლი. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების შეგროვებითა და გავრცელებით დაინტერესებული ჯგუფებია და არა მარტო ისინი.

„შეიძლება მშობლები გულუბრყვილოდ ათავსებენ სოციალურ ქსელებში შვილების ფოტოებს, თუმცა ეს უწყინარი ქმედება ხშირად სავალალო შემთხვევებით სრულდება. ერთ დღეს, თქვენი შვილის ფოტო შეიძლება არასასურველ საიტებზე განთავსდეს და მისი შინაარსი, ბოროტად იქნეს გამოყენებული“

ექსპერტები ამბობენ, რომ მშობლებმა ინტერნეტში მაქსიმალურად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა პირადი მონაცემების დაცვა. თუმცა, კარგი გამოსავალია მაქსიმალურად შეზღუდონ ჰეშთეგების გამოყენება, როცა საქმე ეხება არასრულწლოვანს.

მშობლები ხშირად უწესებენ შვილებს ინტერნეტის გამოყენების მკაცრ წესებს, რათა მათი პირადი სივრცე დაცული იყოს, თუმცა, სამწუხაროდ, წესები მხოლოდ ბავშვებზე მოქმედებს და არა თავად მშობლებზე.

შვილების პირადი მონაცების გავრცელების სრული კონტროლი სწორედ მშობლების ხელშია.