LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სამუშაო პირობები აქვთ საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს? -რკინიგზა განმარტავს

175

საქართველოს რკინიგზა სადგურ სამტრედია II -ში დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

”საინფორმაციო საშუალებებით და სოციალური მედიით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია,  სადგურ სამტრედია II -ში დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.  გვინდა  განვაცხადოთ, რომ    ალერგიული სიპტომები მხოლოდ რკინიგზაში მომუშავე პირებს არ აღენიშნებათ და არანაირად არ უკავშირდებამათ  შრომით პირობებს. მსგავსი ჩივილებით სამტრედიის მოსახლეობა, ზაფხულის ცხელ პერიოდში, ხშირად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს. 

სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან მოწვეული იქნა ჯანდაცვის სამინისტოროს  და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმოადგენლები, რომლებმაც შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და მათი დასკვნის საფუძველზე შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ალერგიული ფონი მწვავდება  ზაფხულში- ივლისისა და  აგვისტოს თვეებში, რაც დაკავშირებულია სავარაუდოდ მცენარეების ყვავილობასთან.  სპეციალისტთა დასკვნით რადიაციული ფონი არ არსებობს. ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული დაზღვევით სარგებლობს ყველა თანამშრომელი,მათ საშუალება აქვთ სამტრედიაშივე მიმართონ პროვაიდერ კლინიკებს, სადაც მომსახურებას გაუწევენ კვალიფიციური სპეციალისტები. 

რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზაში” დასაქმებულთა სამუშაო პირობებს; გაცნობებთ, რომ  ელმავლებში, სადგურებში, სხვადასხვა საამქროსა თუ დეპოებში, მუდმივად ხდება პირობების გაუმჯობესება, შეძენილია და მოძრაობს თანამედროვე ელმავლები, რომელიც აღჭურვილია  გათბობა-გაგარილების სისტემით და ყველა იმ აუცილებელი პირობით რაც მემანქანეს სჭირდება. პერსონალს დაურიგდა სპეც ტანსაცმლი.   ხოლო ლიანდაგის მონტიორებს, ზეინკლებს, ელ. მომარაგებისა და სხვა  მუშაკებს,რომელთაც შენობების გარეთ უწევთ სამუშაოების შესრულება,  საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით  შეეცვალათ მუშაობის გრაფიკი”, – ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზა მონიტორინგის ჯგუფის მეშვეობით უწყვეტ რეჟიმში აკვირდება ქალაქ სამტრედიაში მიმდინარე პროცესებს და  სრულად ფლობს ინფორმაციას თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები