LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სარგებლობა მოაქვს საქართველოში გადაღებულ უცხოურ ფილმებს

400
20280331-1454874091268912-4457778648856120035-o

„გადაიღე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიმართულებაა, რომელიც ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარებაზეა ორიენტირებული.

პროგრამა 2016 წელს დაარსდა და უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება. „გადაიღე საქართველოში“ გადაღებებისთვის დახარჯული თანხის ნაწილის ანაზღაურებას გულისხმობს: პროექტის  ფარგლებში ე.წ. „cash rebate“ მექანიზმი დაინერგა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს, ფილმი გადაიღონ და კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაიბრუნონ.

აღნიშნული პროგრამა მხოლოდ საქართველოში არ ხორციელდება. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა: ქვეყნები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ და დიდ კინომწარმოებლებს გადასაღებად საკუთარ გარემოსა და კომფორტულ პირობებს სთავაზობენ.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, 2019 წლის მაისის თვის მონაცემებით, 23 განაცხადია შემოსული. აქედან 15 ფილმზე გადაღებები უკვე დასრულდა, დანარჩენი 8 ფილმის გადაღებები კი ამჟამად მიმდინარეობს.  აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 58,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, დასაქმებულთა რაოდენობა კი 7 950-მდე ადამიანს შეადგენს.

ძირითადი აქცენტი ჩინურ ფილმებზე, ბოლივუდზე, ევროპულ კინოინდუსტრიაზე აღებულია, თუმცა პრიორიტეტი ჰოლივუდის საქართველოში შემოყვანა იყო, რაც წელს განხორციელდა კიდეც.

წლების წინ ეს დაუჯერებელი იქნებოდა, ახლა კი შედეგი სახეზეა – ჰოლივუდის გადაღებები ერთი თვის განმავლობაში თბილისის ქუჩებში მიმდინარეობდა.  „Universal Pictures”-მა “ფორსაჟის” მეცხრე სერიის გადაღება სწორედ საქართველოში გადაწყვიტა.

გადაღებები აგვისტოში დაიწყო და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. ძირითადი ლოკაციები ქალაქის ცენტრალური ქუჩები, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები იყო. რამდენიმე სცენა ბეთანიაშიც გადაიღეს. მუშაობის პროცესში ქუჩების გადაკეტვაც საჭირო გახდა, თუმცა ქალაქის მოსახლეობა ამ ფაქტს გაგებით შეხვდა – ამის მიზეზი ხომ ჰოლივუდური გადაღებები იყო.

საზოგადოება მოლოდინით ელოდება თბილისის ქუჩებში გადაღებული „ფორსაჟის“ ეკრანებზე გამოსვლას. როგორც ცნობილია, თბილისში გადაღებული სცენები ფილმის ბოლო ნაწილში იქნება, სადაც ქალაქის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია.

ყველაფერი „ფორსაჟი 9“-ის გადაღების შესახებ, რომელიც საქართველოში გაიმართება

„აწარმოე საქართველოს“ პრესკონფერენცია ცნობილი ფილმების სერიის „ფორსაჟის“ მეცხრე ნაწილის გადაღებების შესახებ ამ წუთებში დასრულდა. გადაღებები პროგრამა „გადაიღე საქართველოში“-ს ფარგლებში გაიმართება.

3 წლის წინ დაწყებული პროექტი დღეს საკმაოდ წარმატებულია. კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამას ბევრი უპირატესობა აქვს: ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, გადასაღები ლოკაციების მეშვეობით ქვეყნის და ტურიზმის პოტენციალის წარმოჩენას, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებას. ახდენს ადგილობრივი კინოინდუსტრიის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას. ხდება მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება-გადახალისება და ისეთი დარგების განვითარება, რომლებიც დაკავშირებულია მხატვრული და სატელევიზიო ფილმების, ტელესერიალების ან მინისერიალების, ანიმაციური ფილმების, დოკუმენტური ფილმებისა და მუსიკალური ვიდეოების შექმნასთან.

პროგრამის მენეჯერი თათია ბიძინაშვილი სამი წლის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე გვესაუბრა. მისი თქმით, თავდაპირველად, პროგრამის წარმატების რისკი არსებობდა, თუმცა დღეისათვის კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის წარმატებაში ეჭვი ალბათ  აღარავის ეპარება.

გაამართლა თუ არა პროექტმა? რა სარგებელი ნახა ქვეყანამ?

სამი წლის განმავლობაში საქართველოში 113 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ნაწილი უკვე განხორციელებულია, ნაწილი მიმდინარე პროექტებია. ფინანსური დახმარების გარდა მწარმობელებს სხვა ნებისმიერი სახის მომსხურებასაც ვთავაზობთ, რაშიც იგულისხმება ლიცენზიები, სხვადასხვა ლოკაციებზე ნებართვის მოპოვება, სახელმწიფო და კერძო უწყებებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ.  სახელმწიფო დონეზე ყველანაირ საჭირო პროცედურაში ვეხმარებით, რომ გადაღებები მარტივად განახორციელონ.

რაც შეეხება ქვეყნის სარგებელს, რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიცია, რაც ტექნიკის ქირაობაში, ადამიანური რესურსის დასაქმებაში, სხვადასხვა მომსახურების გაწევაში დიახარჯა და ეს ფული, რა თქმა უნდა, საქართველოში დაიხარჯა.

თავიდან როცა პროგრამა დაინერგა დიდ მასშტაბებზე გათვლილი არ იყო, ჩვენ ვვარაუდობდით და მიზნად გვქონდა ჰოლივუდი შემოგვეყვანა საქართველოში, თუმცა მაშინ  ეს არ იყო მიღებული პრაქტიკა. პროგრამას ესაჭიროება გადახედვა, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ და კიდევ უფრო მაღალი რანგის  საპროდიუსერო კომპანიები მოვიწვიოთ. ჯერ რთულია კონკრეტულად თქმა, სამომავლოდ რამდენი ფილმი შემოვა, თუმცა ველოდებით ბევრად მეტ ფილმს.

რას სთვაზობთ უცხოელ კინომწარმოებლებს, რითი ხდება მათი საქართველოთი დაინტერესება?

შეიძლება ლამაზი ბუნება ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ სტრუქტურულად ჩვენთან მცირე ტერიტორიაზე შეიძლება გადაიღონ როგორც მთა, ასევე ზღვა. ამისთვის განვითარებული გვაქვს ინფრასტრუქტურა. პრობლემას აღარ წარმოადგენს გზები, აეროპორტები…  მათთვის ლოჯისტიკაც მნიშვნელოვანია. მწარმოებლებს ვთავაზობთ ფინანსურ ინსტრუმენტს, გამარტივებულ რესურსებს, მრავალფეროვან ლოკაციებს, უკვე გამოცდილ მუშა ხელს, რაც ერთობლიობაში კონკურენტუნარიანს ხდის ჩვენს ქვეყანას, რათა ჩვენზე შეჩერდეს არჩევანი.

ჩვენ ჩვენი ლოკაციები გვაქვს, რომელიც ფაქტობრივად მთელ საქართველოს მოიცავს. კუთხეების სურათები გვაქვს წარმოჩენილი, სადაც ამ ადგილების უნიკალურობა კარგად ჩანს.

რა თქმა უნდა, ფილმის სცენარიდან გამომდინარეც ხდება ადგილის შერჩევა და შეთავაზება. მაგრამ გარდა ამისა, დიდ სტუდიებს ძალიან კარგი მენეჯერები ჰყავთ, რომლებიც თავად ეძებენ მათთვის საინტერესო ადგილებს. ხშირად თავად გვთავაზობენ კონკრეტულ ადგილს და ამ ადგილის მეტ ფოტოს გვთხოვენ, რათა უკეთ დაათვალიერონ.

„გადაიღე საქართველოში“ პროგრამით ჩამოსულ ჯგუფებისთვის ავიაკომპანიები სპეციალურ შეთავაზებებს მოამზადებენ

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში თანამშრომლობის დაგეგმვის მიზინით ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. აქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,  ქეთევან ბოჭორიშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ანა კვარაცხელია ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და კინოინდუსტრიის ხელშეწყობის სახელმწიფო ინიციატივა „გადაიღე საქართველოში“ გააცნეს. როგორც “ფორტუნას” სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო კინომწარმოებლების მოსაზიდად და ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად  ავიაკომპანიების როლი ერთი-ერთი […]

ასევე მწარმოებლები თავად უკავშირდებიან სასურველ ადგილობრივ მომსახურე კომპანიას. თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას და შემდგომ ეს კომპანია მათ ტექნიკით და სხვადასხვა მომსახურებებით უზრუნველყოფს. ამაში იგულისხმება, რომ cash rebate პროგრამის ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს რეგისტრირებული იურიდიული პირი უნდა იყოს. რაც გულისხმობს, რომ უცხოელებმა ან თავად გახსნან საქართველოში მწარმოებელი  კომპანია ან მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან აწარმოონ.

როგორ აღმოჩნდა ჰოლივუდი საქართველოში? 

არაერთხელ გვქონდა მათთან კომუნიკაცია. პროგრამის მომსახურეობა შევთავაზაეთ, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. გასულ წელს ამერიკაშიც ვიყავით ჩასულები. იქ ძალიან დიდი პრეზენტაცია გაკეთდა, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ, ასევე კომპანიების მხრიდან და ამ მოლაპარაკებების შედეგად, ჰოლივუდი დავიყოლიეთ საქართველოში ჩამოსვლაზე. შემდეგი ნაბიჯი ის იყო, რომ ისინი ჩამოვიდნენ და ქვეყანას ადგილზე გაეცნენ. ამის შემდეგ კი აქ გადაღებების დაწყება გადააწყვიტეს. ახლა ჰოლივუდის სხვა პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ წელსაც ვესწრებით American film market-ს და იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგებით დავბრუნდებით. ვისთანაც კი ხელი მიგვიწვდება, motion pictures association of america-ს ყველაზე დიდ კომპანიებსაც კი გავეცნობით და შევხვდებით, მათ შორის Netflix-იც მოიაზრება.

„გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ჰოლივუდის პროდიუსერები სტუმრობენ

საქართველოს კინოგადაღებების კუთხით  ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ცნობილი, ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდუსერები სტუმრობენ. როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოთი დიდი დაინტერესება მოჰყვა მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ქართველი საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობას აშშ-ში, ლოს-ანჯელესში გამართულ მსოფლიო დონის ლოკაციების შოუზე, სადაც მოხდა ქვეყნის წარმოჩენა და ახალი კინოწარმოების წახალისების პროგრამის პრეზენტაცია. ცნობილი ჰოლივუდელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები […]

კინომწარმოებლებს ქართულ თემატიკაზე ფილმების გადაღებას თუ სთავაზობთ?

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს წახალისება, დამატებითი ხუთ პროცენტიანი cash rebate. საქართველოს დადებით ჭრილში წარმოჩენის შემთხვევაში ბენეფიციარები დამატებით 5 პროცენტს მიიღებენ, ამას ყოველთვის ვაცნობთ მათ. მაგალითად, ფილმში თუ იქნება ქართული საუბრები, ქართული ელემენტები, ამ შემთხვევაში 5 პროცენტით მეტს გადავუხდით.

 

კინოინდუსტრიის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელების შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უამრავი საერთაშორისო ფილმის გადაღება და ქვეყნის პოპულარიზაცია ხდება. გადასაღები ლოკაციით უამრავი ადამიანი ინტერესდება, რაც ტურიზმზე დადებითად აისახება. ჩვენთვისაც, პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ტურისტების მოზიდვისა და საქართველოს ცნობადობის გაზრდის ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.