LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სჭირს მესინჯერს? ფეისბუქი რამდენიმე ქვეყანაში შეფერხებით მუშაობს

931
ფეისბუქი მესინჯერი

რა სჭირს მესინჯერს, ეს კითხვა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ფეისბუქზე ყველაზე ხშირად დაისვა. საქართველოს გარდა, ფეისბუქის მესინჯერი შეფერხებით მუშაობს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, რუმინეთში, უნგრეთში, აშშ-ში.

შეფერხება დილის პირველი საათიდან დაიწყო.

DownDetector-ზე გამოქვეყნდა მონაცემები, რომლის მიხედვით, დღეს Messenger-ის ასობით მომხმარებელს აპლიკაციაზე წვდომის პრობლემა აქვს.

ფეისბუქზე ერთდროულად 1200 მომხმარებელი წერდა, რომ Messenger-ში ვერ შედიოდა. ამავდროულად  პრობლემა იყო ტექსტურ შეტყობინებების გაგზავნა და შეუძლებელი იყო ზარების განხორციელება.

 

 

აღნიშნული პრობლემის მიზეზებზე ფეისბუქ მესენჯერის ადმინისტრაციას ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია.

Down Detector-ის რუკის მიხედვით, პრობლემა შედარებით აღმოიფხვრა თბილისში, თუმცა მომხმარებლების ნაწილს მესენჯერთან დაკავშირებული პრობლემები ამ დრომდე აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები