LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შედეგი ექნება ამ ვაქცინაციას 6 თვის, 1 წლის შემდეგ? რას გვაძალებთ, კაცო, სიკვდილს?: მეუფე სპირიდონი

274
სპირიდონი

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ქადაგებისას ისაუბრა.

მისი განცხადებით, “ხელისუფლება საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, მისივე ინფორმაციით, ადამიანებს ვაქცინის გაკეთებას აძალებენ და სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან”.

“რა პასუხს გვცემს ჩვენ ხელისუფლება, რომლიც მოუწოდებს ვაქციანციას და ინფორმაცია გვაქვს, რომ აძალებენ, სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან. რა პასუხს გვცემს? რა შედეგი ექნება ამ ვაქცინაციას 6 თვის, 1 წლის შემდეგ? გაქვთ ამის პასუხი? არა გაქვთ. მაშინ, რას გვაძალებთ, კაცო? სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ნახეთ ალბათ სოციალურ ქსელებში, გაიკეთეს ვაქცინა და ზოგი ადგილზე მოკვდა, ასეულობით ადამიანია გარდაცვლილი,. 3 მილიონამდე კაცია გარდაცვლილი COVID-19-სგან, მილიარდზე მეტის აცრა უნდათ და შეიძლება ასეულობით მილიონი ლეტალური შედეგი ჰქონდეს ამ ვაქცინაციას. ვინ იცის ეს? 1 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ, ვინ იცის, რა იქნება. ამიტომ აფრთხილებს ეკლესია, ეს არის ღვთის ხმა, ეკლესია ამბობს, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვებზე. ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს”. – ამბობს მეუფე სპირიდონი.

ევროპის წამლის სააგენტო: AstraZeneca-ს ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“

“ასტრაზენეკას” ვაქცინა უსაფრთხოა – დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი

ზურაბ გურული: „თუ თქვენ გსურთ, რომ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი იყოთ, მაშინ ადრე თუ გვიან მოგიწევთ ვაქცინაცია…“

ალერგიული რეაქცია, ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ცუდია ან უნდა შეჩერდეს ან რაიმე გამოძიებას საჭიროებს! – ექიმი თამარ ჟამურაშვილი

ანაფილაქსიური შოკი შესაძლებელია გამოიწვიოს არამხოლოდ წამალმა ან ვაქცინამ, არამედ უწყინარმა საკვებმა ან სასმელმა – ანი ქავთარაძე

 

პოპულალურები