LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევამ გამოიყვანა წყობიდან ცნობილი პედიატრი: „ძალიან შემეცოდა ის ბავშვი… უნდა დამეთხოვა ოთახიდან ყველა და მხოლოდ დედა დამეტოვებინა…“

400
page

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამბავს და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ჰყვება იმიტომ, რომ სხვებმა გაიგონ, როგორ არ შეიძლება მოქცევა.

გთავაზობთ ექიმის მონათხრობს სრულად:

„ცოტა რთული იყო გასაძლებად, მაგრამ უნდა მოგიყვეთ, რადგან ძალიან დიდი სურვილი მაქვს, არავინ აღარ გაიმეოროს მსგავსი ძალადობრივი ფაქტი,ვ ინც სწორად გაიგებს მიხვდება, რომ ასე არ შეიძლება.

13 წლის მოზარდს ვიზიტზე მოყვნენ მშობლები და ორი ბებია, შემოსვლისთანავე დააყარეს შენიშვნები და „ჭკუის სასწავლებელი“ წინადადებებით აავსეს – აი, აქ დაჯექი, წელში გაიმართე, თმა გაისწორე, კარგად ისუნთქე, პირი დიდად გააღე, ფეხი გააჩერე, ფეხსაცმელი არ გადაიწმინდე წამოსვლის წინ??? წინდა არ გამოიცვალე??? ცოტა უკან დაიხიე, ეს რა მაისური გაცვია?სატურატორი მოვარგე – გააჩერე ხელი, არ ამოძრავო, ამოიღე ტელეფონი ჯიბიდან, ექიმო უთხარით, რომ სუპი უნდა ჭამოს ყოველდღე, 10 საათზე დაიძინოს, კოკა-კოლა არ დალიოს!

„შაქარი პედიატრებმა ამოვიღეთ ბავშვთა კვებიდან, თქვენც გირჩევდით შეზღუდოთ მისი მოხმარება!!!“ – ინგა მამუჩიშვილი

ვთხოვე, მადროვეთ ბავშვის პასუხები მაინტერესებს კითხვებზე-მეთქი!!! დავუსვი შეკითხვა… დინჯად, კორექტულად მპასუხობდა ბავშვი, მაგრამ ვინ აცალა, ოთხ ხმაში გადაფარეს მისი ხმა, კვლავ შენიშვნები და საყვედურები… გაწითლდა ბავშვი, აფექტური მდგომარეობა გამოეხატა, მოწყდა სკამიდან და გავარდა გარეთ… მშობლები გამოეკიდნენ, ბებიები შემომიბრუნდნენ და შემომჩივლეს, აი, როგორი ნევროზი აქვს ბავშვს, ხომ ნახეთ თქვენი თვალითო…

ჩემი ამბავი არ გაინტერესებთ??? ტვინი გასიებული, სხეულის ტრემორი, მეტყველება დაკარგული, გაცოფებული(შეძლებისდაგვარად ძლივს ვმალავ) და პასუხი – როგორ უძლებს ეს ბავშვი ამხელა წნეხს, თქვენ მას ყოველ ნაბიჯზე თავისუფლებას უზღუდავთ, ძალადობთ, არ აძლევთ აზრის გამოთქმის საშუალებას, შენიშვნებით ავსებთ და შეურაცხყოფას აყენებთ ექიმთან და დარწმუნებული ვარ, ასეა ყველგან და ყოველთვის!!! მეტი თავისუფლება ბავშვებს, ჰიპერაპეკა მათ ფსიქიკას უნადგურებს და არასრულფასოვნების კომპლექსს უყალიბებს! ურთულესია მათთვის ასეთ გარემოში ცხოვრება!!!

“რომ იცოდეთ, რა ტანჯვა-წამებით ჩამოაღწიეს საქართველომდე, ისეთი საშინელი ამბები მომიყვეს.. ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც რომ არ მინახავს” – ინგა მამუჩიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

აღზარდეთ ბავშვები ისე, რომ არ იყვნენ შეურაცხყოფილები, ნუ აკეთებთ ამას პუბლიკის თანდასწრებით!!! არ ვიცი, რამდენი მოითმინა ამ ბავშვმა, რომელიც უკვე ვეღარ დავაბრუნეთ ითახშო. მეც დავუშვი შეცდომა, როგორც კი გავაცნობიერე მისი მდგომარეობა, უნდა დამეთხოვა ოთახიდან ყველა და მხოლოდ დედა დამეტოვებინა, რომელიც ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს იმ მომენტში!!! მე ის დღე დავკარგე, შრომისუუნარო გავხდი, დავმძიმდი სულიერად და ძალიან შემეცოდა ის ბავშვი, უდიდესი წნეხისა და სტრესის გავლენის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელსაც ლუპით დასდევს ოთხი ადამიანი!

მიეცით უფლება ბავშვებს, იცხოვრონ! იცხოვრონ თავისუფლად! აღზარდეთ სწორად! აღზრდა და გაზრდა სხვადასხვა ცნებაა…იმეგობრეთ და ნუ მოაბეზრებთ თავს!!! იცოდეთ, ასეთი მოპყრობით სავალალო შედეგებამდე მიხვალთ! ონკანიდან წყლის ჩამოსხმას რომ ვერ ახერხებენ და კვერცხს ვერ შეიწვავენ ვერასდროს დამოუკიდებლად, აი, იმ კატეგორიად ჩამოაყალიბებთ, უსუსურებად, უმაქნისებად, დანევროზებულებად და ასოციალურებად! დაუმახინჯებთ ცხოვრებას!!! მე კინაღამ შევიშალე, დიდხანს, დიდხანს ვერ მოვედი გონს, როგორც შევძელი ვესაუბრე და დავარწმუნე, რომ არ იქცევიან სწორად, რომ ეს არის უდიდესი ემოციური სტრესი მოზარდისთვის!!! თითქოს გაიგეს??? მთელი დღე ის ნერვებდაბრდღვნილი, დასტრესილი ბავშვი მედგა თვალწინ, ძალიან განვიცადე❤️“.

„თუ 72 საათის შემდეგ, კვლავ ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად მიმაჩნია, გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი“ – ინგა მამუჩიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები