LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში გადასცემს ნოდარ მელაძე პროკურატურას ფარულ აუდიო ჩანაწერს

142
BeFunky-collage (1)

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა დასრულდა. ის გამოკითხვაზე ადვოკატთან, გიორგი მშვენიერაძესთან ერთად იმყოფებოდა.

მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამომძიებლებმა მას მხოლოდ იმ წყაროს შესახებ დაუსვეს კითხვები, რომელმაც ტელეკომპანიას ფარული ჩანაწერი გადასცა.

„კანონის თანახმად, შემეძლო ჩვენება საერთოდ არ მიმეცა პროკურატურისთვის. მოვედი გამოკითხვაზე იმიტომ, რომ მაინტერესებდა, რა იყო პროკურატურის განზრახვა. პროკურატურის განზრახვა არის ერთადერთი, რომ გაარკვიონ ვინ არის წყარო. კითხვები ეხებოდა საიდან, როგორ, რა ფორმით, რომელ დღეს – მხოლოდ ამის გარშემო ტრიალებდნენ, რომ როგორმე დაადგინონ წყარო.

მე პირდაპირ ვუთხარი პროკურატურას, როგორც კი დავინახავთ განზრახვას, რომ ისინი გადააკვალიფიცირებენ მუხლს და დაიწყებენ გამოძიებას სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, იმ ძალადობებზე რომელიც ჩანაწერში იყო, მათ გადავცემთ ჩანაწერებს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის ჩვენთან, რედაქციაში და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ითხოვდნენ, რომ გადაგვეცა – ელექტრონული მატარებელი და კონვერტი. დაიწყონ გამოძიება ადეკვატური მუხლით, ამის პრაქტიკა ძალიან ხშირად გვახსოვს, როდესაც საჯარო სივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებზე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იწყებოდა ხოლმე გამოძიება და ჩვენ გადავცემთ ჩანაწერებს“. – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსხვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე: ნოდარ მელაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები