LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში შემოვა ქვეყანაში ჩინური ვაქცინა – იმნაძე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

114
პაატა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ „ტვ პირველის“ ეთერში ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხა.

 

ნახევარ მსოფლიოში ვაქცინაცია დაწყებულია, როდის დაიწყება ვაქცინაცია საქართევლოში.

„არ მგონია, 40 ქვეყანა სადაც, ვაქცინაცია დაწყებულია მსოფლიოს ნახევარი იყოს. ვინ რომელი ვაქცინით დაიწყო, ესეც ყველასათვიც ცნობილია და ამაზე აღარ შევჩერდები. ჩვენ ნებისმიერი ტიპის ვაქცინის მისაღებად მზად ვართ.  გვაქვს შესაძლებლობა -70 გრადუსზე ვაქცინის მისაღებად, ანუ „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად.  2013-14  წლებში მთლიანად შეიცვალა ქვეყანაში ცივი ჯაჭვის შენარჩუნების მოწყობილობები. ეს ყველაფერი ქვეყანაში გვაქვს და ვაქცინის მიღების პირობები ყველა სოფლის დონეზე შეგვიძლია ვუზრუნველყოთ.

მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა – ცერცვაძე

რომელ ვაქცინას მივიღებთ?

მივიღებთ ვაქცინას, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება პრეკვალიფიცირებული და რომელიც იქნება ხელმისაწვდომი. კოვაქსპლატფორმიდან მოვიდა კითხვა, თუ იქნება მზაობა მინუს 70 გრადუსზე  ვაქცინის შესანახად, ანუ „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად. დავუდასტურეთ, რომ ქვეყანა ამისთვის მზადაა.

თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ კოვაქსპლატფორმამ კიდევ სხვა რამ შემოგვთავაზოს. ჩვენ ნებისმიერი ტიპის ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, ოღონდ პირობა არის ის, რომ ის უნდა იყოს ავტორიზირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანისაზიისა და სხვა მაღალი სანდოობის მარეგულირებლების მიერ. თუ ეს იქნება „ფაიზერი“, მივიღეთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

ქვეყანას ამ წუთში შეუძლია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზა შემოიტანოს: რას ფიქრობს იმნაძე შეზღუდვების შემსუბუქებაზე

ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა არის თუ არა გამორიცხული.

თუ ჯანმოს მიერ იქება პრეკვალიფიცირებული და პირობები იქნება უკეთესი, ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს  ქვეყანაში.

რა მოხდება ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის შემდეგ. როგორია ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პროტოკოლი

პროტოკოლი დიდი ხანია არსებობს და ეს არაა ამ შემთხვევაში ჩვენი მოგონილი პროტოკოლი. ამით სარგებლობს მთელი მსოფლიო.

პირველ რიგში აიცრება სამედიცინო პერსონალი. შემდეგ ასაკობრივი ჯგუფები და რისკ-ჯგუფები.

როდის შეძლებენ ვაქცინაციას ადამიანები, რომლებიც არც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან და არც ასაობრივ ჯგუფში არ არიან.

რეალიალისტები თუ ვიქნებით, ისინი აიცრებიან ზაფხულის ბოლოს სექტემბრის დასაწყისში.

შეიძლება ითქვას, ქვეყანამ მეორე ტალღას ვერ გაუძლო. კორონავირუსის მესამე ტალღისთვის როგორ ემზადება ქვეყანა?

ვერ ვიტყოდი, რომ ქვეყანამ მეორე ტალღას ვერ გაუძლო. ის, რაც საქართველომ გადაიტანა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში, დღეში გვქონდა 5 ათასზე მეტი შემთხვევა, ეს იყო 30 ათასზე მეტი პაციენტი საავადმყოფოებში, ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მეტი ავადობა 100 ათას მოსახლეზე, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, მაგრამ საქართველომ ამას გაუძლო. მესამე ტალღა იქნება იგივეს გამეორება. ამას კი გამოიწვევს რეგულაციების მოხსნა. ბიზნესისთვის მეტი თავისუფლების მიცემა.

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აყენებს თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ 1 თებერვალს დაანონსებული რეგულაციების შემსუბუქებას.

რეგულაციები, რა თქმა უნდა, შემსუბუქდება მაგრამ მათი ხარისხი დამოკიდებული იქნება სიტუაციიდან გამომდინარე. მაღაზიების ერთკვირიანმა გახსნამ დიდი დარტყმა არ მოგვცა, რადგან მაღაზიები წესებს კარგად იცავდნენ. ბიზნესი თუ კარგად იცავს რეგულაციებს, სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევა აღარ სჭირდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისთვის არის თუ არა ქვეყანა მზად?

ეს გამოჩნდება მაშინ, როდესაც გახსნის პერიოდს მივუახლოვდებით და ყოველდღიური ავადობის რა ციფრებით შევხვდებით ამ პერიოდს.

 საქართველო „ფაიზერის“ მწარმოებელთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს: გიორგი ჩალაძე ვაქცინის მწარმოებლისგან და კოვაქსპლატფორმისგან მიღებულ წერილებს ასაჯაროვებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები