LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის “მიუ” შტამს

424
კორონავირუსი

ექიმებს კორონავირუსის ახალ შტამზე, მის სიმპტომებსა, გავრცელების აქტივობასა და ლეტალობის მაჩვენებელზე საუბარი ჯერჯერობით უჭირთ.

სპეციალისტების განცხადებით “მიუ” ამ ეტაპზე კვლევის საგანია და ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ადამიანებზე ინფექციის ე.წ. ჯაჭვური გადაცემა ახასიათებს.

ეპიდემიოლოგები ასევე განმარტავენ, რომ მეზობელ თურქეთში 2 შემთხვევის დაფიქსირება საგანგაშო არ არის და პირბადის ტარებით და სხვა რეკომენდაციების დაცვით შესაძლებელია ამ ახალი შტამის თავიდან არიდება.

“მიუ” ჯერჯერობით კვლევაშია. სხვაგან, თუ სადმე გავრცელდება, ამ გავრცელების არეალში ჩვენც მოვყვებით. ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით – ასაკობრივი მოქმედების მხარე, არ ვიცით მისი გამოსავლები. ერთადერთი, ფორმულაა ცნობილი, რომელიც კვლევის ფაზაშია და არის ე.წ. ჯაჭვური ტიპის გადაცემა,” – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტი,თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა დევი ტაბიძემ.

პოპულალურები