ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკა ონიანი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს დღევანდელი პრესკონფერენციიდან ყველაზე მნიშვნელოვან მესიჯებს ერთად კრებს და პოსტის სახით გვთავაზობს სოციალურ ქსელში.

მინისტრის გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი პასაჟებიდან საგულისხმოა რამდენიმე, მათ შორისაა ინფორმაცია „ტამიფლუს“ ეფექტურობის შესახებ.

გთავაზობთ ეკა ონიანის პოსტს:

„მომიტევეთ, ვატყობ, საკმარისი ყურადღება ვერ მივიქციე ჯანდაცვის და სხვა რაღაცეების მინისტრის ლაივის გადმოშეარებით, არადა, მნიშვნელოვანი რამეები თქვა. ჯოდა, პირაკრული სელფით ვანაცვლებ.

ეს არის მოკლე შინაარსი:

„ტამიფლუს“ მარაგი არის და კიდევ შემოდის ახალი პარტია. ტამიფლუს რეცეპტი არ უნდა აფთიაქში. ფორმა 100 საჭიროა რისკ ჯგუფის მიერ უფასოდ მისაღებად, საზ. ჯანდაცვის ცენტრიდან. აფთიაქში შეგიძლიათ ურეცეპტოდ იყიდოთ

„ტამიფლუს“ პროფილაქტიკისთვის მიღება სისულელეა. თუ გრიპი დადასტურებულია, ტამიფლუ ეფექტურია სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის ვადაში. შემდეგ ეფექტურობა იკლებს

გრიპი არის მძიმე და საშიში დაავადება და რატომღაც საქართველოში ისტორიულად უყურებენ ზედმეტად აგდებულად. საქართველოში ახლა გავრცელებული გრიპების უმეტესობა, ანუ 98% არის h1n1 (ევროპაში საშუალოდ 71%-ია)

სტატისტიკა უჩვენებს, რომ ბოლო წლებისგან რადიკალურად განსხვავებული არაფერი ხდება, ყოფილა უფრო მაღალი რაოდენობაც პიკის დროს და ნაკლებიც. თუმცა წელს შარშანდელზე მეტია და ამ სეზონის მდგომარეობით დადასტურებულია 13 გარდაცვალება სხვადასხვა თანმდევი დაავადების ან გრიპის გართულების გამო 🙁

სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ ამჟამად ჩვენი მდგომარეობა დაახლოებით იგივეა, რაც ისლანდიაში, შვედეთში, თურქეთში, პორტუგალიაში, უფრო მძიმეა, ვიდრე საბერძნეთში.

სეზონური გრიპი ზოგადად გარდაუვალია ნებისმიერი ქვეყნისთვის

თუ ყველასთვის ცნობილი გაციების სიმტომები უჩვეულოდ სწრაფად ან უჩვეულოდ აგრესიულად იწყება, სასწრაფოდ მიმართეთ ოჯახის ექიმს. ჩვეული გაციების დროს პანიკაში ნუ ჩავარდებით, თუმცა თუ პაციენტი ორსულია, სხვა თანმდევი დაავადება აქვს ან სხვა რისკ ჯგუფშია, ასევე მიმართეთ ექიმს.

ოჯახის ექიმთან მისვლა 24/7-ზე არის შესაძლებელი და უფასო. თუ მისვლა შეგიძლიათ, სასწრაფოს ნუ გადატვირთავთო

დაბოლოს: ლუგარის ლაბორატორია არაფერს არ ავრცელებს, არამედ იკვლევს და ამის ფუფუნება ბევრს არ აქვს ჩვენს რეგიონში. გავრცელებით რუსეთი და მის მიერ ზომბირებული ადგილობრივი “სასარგებლო იდიოტების” (ეს არ უთქვამს, მე ვამბობ) მასა ავრცელებს სისულელეებს!“

მსგავსი თემები