LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ ჩვილობის პერიოდზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

238
14699949_1321613584524936_1719938396_n-Copy

ჩვილობის პერიოდი დაბადებიდან 18-24 თვემდე  გრძელდება. ამ პერიოდში ბავშვი  სამყაროს შეგრძნებებისა და შეხების მეშვეობით ეცნობა. ჩვილობის ნორმალურ პირობებში წარმართვა საფუძველია ადამიანის პიროვნული განვითარების შემდეგი ეტაპისთვის. მარტა ქარუმიძის გადაცემას „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგი ინა ბუროვა სტუმრობდა.

„თანამედროვე მედიცინა, არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს მუცლადყოფნის პერიოდს. ამ დროს მომავალმა დედებმა სასურველია უსმინონ კლასიკურ მუსიკას, მოერიდონ საშინელებათა ჟანრის ფილმების ყურებას.

პირველ თვეებში ჩვილს ძირითადად სძინავს და მისი აქტივობა კვება და ძილია. 2 თვეზე – იღიმის, 3 თვეზე – იჭერს თავს. 6 თვემდე პატარები ხშირად ტირიან, რაც გამოწვეულია შებერილობითა და სხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებით. 6 თვიდან ჩვილი ჯდება, იჭერს სათამაშოს.  7-8 თვიდან იწყებს ხოხვას. 9 თვიდან ზის საყრდენის გარეშე, იცის საკუთარი სახელი, თამაშობს, დგება ფეხზე. 1 წლის ასაკში იწყებს სიარულსა და ლაპარაკს. ფსიქოლოგის თქმით, 1 წლის ბავშვი ერთ სიტყვას მაინც უნდა ამბობდეს, თუმცა ამ მხრივ განსხვავებაა გოგონებსა და ბიჭებს შორის. გოგონები უფრო მალე იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე ბიჭები.

1-დან 2 წლამდე პერიოდში ბავშვი დადის, ადის კიბეზე. ამ ასაკში ბავშვისათვის აუცილებელია ინტერაქცია, სტიმულაცია, შემეცნებითი აქტივობები, მოტორიკის განვითარება, ნატიფი მოძრაობის გასაუმჯობესებელი თამაშები, ასევე შეგიძლიათ წაუკითხოთ წიგნი.

თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა,  პირველ თვეებში არ არის აუცილებელი მისთვის კვების რეჟიმის ჩამოყალიბება, რადგან ამ პერიოდში ბავშვების უმეტესობას დღე-ღამე არეული აქვთ. ბავშვი თვითონ გამოიმუშავებს კვების  რეჟიმს. ლაქტაცია  კარგია ბავშვთან კავშირის დამყარებისა და მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის კი, აუცილებელია ზუსტად იქნეს დაცული პედიატრის მითითებები საკვების რაოდენობასა და დროსთან მიმართებაში. არ შეიძლება ბავშვს იმაზე მეტი საკვები მისცეთ, ვიდრე ექიმმა დაუნიშნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ბავშვს აღვიძებენ იმის გამო, რომ ჭამა უწევს. ეს დაუშვებელია, თუ ამის აუცილებლობა არა არის. (მაგ; წამლის მიღების დრო ან სხვ.). უმჯობესია ბავშვმა გამოიძინოს, ვიდრე გაღიზიანდეს“.

ვრცლად გადაცემა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები