LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა უნდა მეთქვა, შვილო, 5 წელი უნდა მოიცადო, ვიდრე საბჭოს წევრი ვარო?” – ლევან გზირიშვილი

124
Untitled-design-3-2

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან გზირიშვილი მისი შვილის, ალექსანდრე გზირიშვილის მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლედ დანიშვნას ეხმაურება.

როგორც ის განმარტავს, მის შვილს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღებას კანონი არ უკრძალავდა.

“მას კანონით მინიჭებული აქვს ეს უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსში. აქვს შესაბამისი სტაჟი, სპეციალობით მუშაობის გამოცდილება, მისი ბექგრაუნდი და ბიოგრაფია გამჭვირვალეა. ჩააბარა არაერთი გამოცდა, მათ შორის საადვოკატო, დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლა და ყველა საფუძველი და უფლება ჰქონდა, რომ მიეღო მონაწილეობა. რომ არ მიეღო მონაწილეობა იქნებოდა თუ არა ეს მისი დისკრიმინაცია? მე მხოლოდ ის შემეძლო, რომ არ მიმეღო ამ კონკურსში მონაწილეობა, რაც გავაკეთე. მე არავითარი ბერკეტი სხვა მოსამართლეებზე ზემოქმედების არ გამაჩნია, მათთან იუსტიციის საბჭოში მუშაობის დაწყებამდე არანაირი შეხება არ მქონია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე 46 მოსამართლე განწესდა

მე ვყოფილვარ ძალიან დიდ თანამდებობზე, მათ შორის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აჭარის პროკურორი, სასამართლოს თავმჯდომარე ბევრ რაიონში და ეს შესაძლებლობები, რაც შემეძლო გამომეყენებინა, თუნდაც შვილის პროკურორად დასანიშნად გაცილებით მეტი მქონდა, ვიდრე ახლა, როდესაც ამხელა წნეხი უნდა გაიაროს. აქვს 5 წლის სპეციალობით მუშაობის სტაჟი, ჩააბარა როგორც საადვოკატო ასევე სასამართლო გამოცდები, იყო კასპის რწმუნებული და არჩეული დეპუტატი, მეტი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? გამოთქვა სურვილი, რადგან ასაკმა მოუწია, იმიტომ კი არა, რომ მე ვიყავი. გახდა ამ ასაკის და მე უნდა მეთქვა „შვილო 5 წელი უნდა მოიცადო სანამ საბჭოს წევრი ვარ და შემდეგ მიიღე მონაწილეობა“? მამა შვილს რასაც ეუბნება ისე უგონებს ყველაფერს? რომ არა ჩემი თანამდებობა ვფიქრობ ის ამ შემთხვევაშიც აუცილებლად გახდებოდა მოსამართლე, მას ეს მიზანი დასახული ჰქონდა“, – განაცხადა ლევან გზირიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები