LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვითარებაა ბათუმის თევზის ბაზარში, სადაც აფეთქება მოხდა

159
ბათუმი

ბათუმში, თევზის ბაზარში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე ხანძრის ლიკვიდაცია უკვე მოახდინეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება დილის 6 საათზე მოხდა. ვარაუდობენ, რომ აფეთქების მიზეზი გაზი გახდა, რადგან შემთხვევა იმ ოთახში მოხდა, სადაც სამზარეულოა განთავსებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც დაწესებულებებში უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები