LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც ჩვენ ვნახეთ, გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმეა – ჩანს კადრებიდან, რომ სააკაშვილი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი. ეს არის ძალის გამოყენება: ნიკა გვარამია

225
ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია, ყოფილი პრეზიდენტის გლდანის ჰოსპიტალში გადაყვანის ამსახველი კადრების გაცნობის შემდეგ აცხადებს, რომ „რაც მათ ნახეს, გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმეა, რადგან კადრებიდან ჩანს, რომ სააკაშვილი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი“.

გვარამიას განმარტებით, სააკაშვილის გლდანის ჰოსპიტალში შეყვანის კადრები არის ძალის გამოყენება.

„ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი. უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს გლდანში, ითხოვს უკან მიმაბრუნეთ რუსთავშიო და არავის არ ჰქონდა უფლება გადაყვანის. ასევე ჩანს, რომ ატყუებენ, რომ ეს უბრალოდ ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ხანმოკლეაო, რაც ბოლოს ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ატყუებენ, რომ ახლა მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს. შემდეგ შეყვანის კადრები არის ძალიან მძიმე სანახაობა, ეს ძალის გამოყენებაა. რაც ჩვენ ვნახეთ, ყველა რაკურსი არ არის, რამდენიმე საინტერესო რაკურსი არ არის, ხან პანდუსს ეფარება. რაც მთავარია თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა ეს ეპიზოდი სანახავად, ჩანს, რომ ორკესტრირებულია იქ ე.წ შუმოკი და ასევე, უმძიმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც არის ცხვარიაშვილის მოადგილე, ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა, ვიდრე ის გიორგაძე, რომელიც ეუბნება შენი აშენებული რომ არის, იმიტომ დაგჩხავიან ახლა თავზეო, ანუ ეუბნება, რაც დაიმსახურე ის ხდებაო,“- განაცხადა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები