LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს რომ გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, მსოფლიოს სალაპარაკო არ გახდებოდა – მეუფე გრიგოლი

138
გრიგოლი

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა, მეუფე გრიგოლმა კითხვაზე , ხომ არ აპირებს საპატრიარქო მის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლების მონიტორინგს, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით ცოტა მეტია გასაკეთებელი.

,,მე ვფიქრობ, რომ მონიტორინგი ერთგვარი საზედამხედველო ფუნქციაა, ყოველთვის ჰქონდა საპატრიარქოს და მეტ-ნაკლებად ახორციელებდა კიდევაც , როგორც ჩანს ცოტა მეტია გასაკეთებელი“, – განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლს თქმით, როცა სინოდი შეიკრიბება უნდა იმსჯელოს ყველა მნიშვნელოვან სახითხზე, რაც დღემდე არის დაგროვილი.

,,სინოდი როდესაც შეიკრიბება იმედი მაქვს, იმსჯელებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დღემდე არის დაგროვილი, თუმცა ჩვენ არ ვიცით, როდის შეიკრიბება სინოდი გესმით მიზეზთა და გარემოებათა გამო, იმ განსაცდელის გამო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით ყველა და ასევე ეკლესია მათ შორის ,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენების კომენტირებისას კი მეუფე გრიგოლმა განცხადა:

„მე იმას ვფიქრობ, რომ ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა“. 

მისი თქმით, ყველა ინტსიტუციაში არსებობს პრობლემა, მაგრამ ამას აღიარება და დაძლევა სჭირდება.

,, არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე , უბრალოდ ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა, ამას სჭირდება აღიარება, იდენთიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის, სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები