LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რაც საავარიო სიტუაციაში მოვხვედრილვარ, 70% იყო ჭის თავსახურისთვის ან რამე მსგავსისთვის ბორბლის აცილების მცდელობისას”

151
5a6aab49c1bcc0819b4c1b1ed59121a6

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი თორნიკე რაზმაძე, ქვეყანაში გზების მდგომარეობაზე წერს და ამბობს, რომ ვიდეოკამერების დაყენებით, საავარიო სიტუაციები არ შემცირდება.

მისი აზრით, გზებზე ყველაზე ხშირად საავარიო სიტუაციას ორმოები, ღია ჭები ან მსგავსი დეფექტები ქმნის.

“ცხოვრებაში რაც საავარიო ან სახიფათო სიტუაციაში მოვხვედრილვარ, 70% მაინც იყო ორმოსთვის, ჭის თავსახურისთვის ან რამე მსგავსისთვის ბორბლის აცილების მცდელობისას. შსს კი გვეუბნება, რომ კამერების დაყენებით ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. თქვენი დაკვირვებით როგორაა, რა გიქმნით ხოლმე ყველაზე ხშირად მსგავს საფრთხეს?” – წერს ის.

პოსტის კომენტარებში წერენ, რომ ვიდეოკამერები არა საგზაო უსაფრთხოებისთვის, არამედ ჯარიმების უფრო ეფექტიანად დაწერისთვის კეთდება.

ცნობისთვის, თბილისის ბიუჯეტში მიმდინარე წლის 6 თვეში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმებიდან 18 მილიონ 910.6 ათასი ლარი შევიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები