LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც უფრო მეტი კონტაქტი იქნება გამოვლენილი და დადასტურებული, მით უფრო ნაკლებია გავრცელების საშიშროება – მარინა ეზუგბაია

81
მარინა-ეზუგბაიას-განმარტებები-კორონავირუსის-გავრცელებასთან-დაკავშირებით

„ახლა გვაქვს გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი და ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ამ ადამიანების იზოლაცია ხდება, რის შედეგადაც გავრცელების მაქსიმალურ პრევენციას ვახდენთ”,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნამ რაც მეტი კონტაქტი იქნება გამოვლენილი და დადასტურებული, მით უფრო ნაკლებია დაავადების გავრცელების საშიშროება.

“ამ რიცხვმა, 158-მა არ უნდა შეგვაშინოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები არ უნდა დავიცვათ. პირიქით, თვითრეგულაცია უნდა გავამკაცროთ, მაღალი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, შევინარჩუნოთ დისტანცია, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ ჰიგიენის წესები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები