LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაც უფრო მეტი შეიტანს ასეთ სარჩელს, მით უკეთესი საქართველოსთვის, უბრალოდ, საერთაშორისო დონეზე თავს მოჭრიან ჩვენს ქვეყანას” – ანრი ოხანაშვილი მელიას, უგულავას და სააკაშვილის სარჩელებზე

35
anri oxanashvili

“48 მილიონს რომ ადამიანი მოიპარავს საკუთარი აქტივისტებისთვის, გაფლანგავს საკუთარი მიზნებისთვის და იმის ნამუსი არ აქვს, კიდევ ევროპაში არ ირბინოს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიასა და გიგი უგულავას მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი საერთაშორისო დონეზე თავს მოჭრიან ჩვენს, თუმცა საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.

„პირიქით კარგია, რაც უფრო მეტი შეიტანს ასეთ სარჩელს, მით უკეთესი საქართველოსთვის. უბრალოდ, საერთაშორისო დონეზე თავს მოჭრიან ჩვენს ქვეყანას. ამ ადამიანებს ერთი მხრივ პრეტენზია აქვთ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და მეორე მხრივ, ზოგი ბიუჯეტის ქურდია,ზოგი პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობდა. შეიტანონ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები