LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, გიორგი მგელაძე ადასტურებს, რომ  სუს-ის ჩანაწერები მის საუბარს ასახავს

100
გიორგი მგელაძე

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, გიორგი მგელაძე ადასტურებს, რომ  სუს-ის ჩანაწერები მის საუბარს ასახავს. როგორც მგელაძე ამბობს, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გუშინ  გასაჯაროებული სუს-ის ჩანაწერები, რომლებიც პოლიტიკოსების და სხვა  პირების ფარული მიყურადების  ბიძინა ივანიშვილისთვის მომზადებული ანგარიშებია, მის ლაპარაკსაც ასახავს.

„გუშინ გავრცელებული ჩანაწერებიდან ერთ-ერთი ნამდვილად იყო ჩემი საუბრის ამსახველი, ვესაუბრებოდი ჩემ ერთ-ერთ კოლეგას. 2020 წლის ზაფხულში ჟურნალისტმა, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია, შემომთავაზა თემა მაღალჩინოსნების ცოლების დასაქმებაზე, მეუბნებოდა, რომ ვერ გამოვიძიებ ამ თემას, რადგან ვინც არის წყარო, შეიძლება მას შეექმნას საფრთხე და შენ თუ დაინტერესდები და გამოიკვლევ, ეს იყო საუბრის შინაარსი,“ – განაცხადა გიორგი მგელაძემ.

 

პოპულალურები